უბრალოდ კარიმ ბენზემა

სანამ უშუალოდ სტატიის წერას დავიწყებდე, მინდა შეგახსენოთ შარშანდელი სტატია, რომელიც კარიმ ბენზემას გამომცემლობა The Guardian-მა მიუძღვნა შემდეგი სათაურით: "ბენზემა - მოურინიოს მონადირე კატა". ამ პერიოდში ბენზემა ხელმეორედ დაიბადა და დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომელსაც მისგან ელოდნენ.


მას შემდეგ დრო გავიდა და კარიმ ბენზემამ როგორც იქნა მოიკიდა ფეხი რეალის ძირითად შემადგენლობაში, ამას მეტწილად გონსალო იგუაინის მძიმე ტრავმას უნდა უმადლოდეს, რადგან არგენტინელი დაზიანების შემდეგ ვერ ახერხებდა ფორმაში შესვლას. მიუხედავად ამისა პიპიტამ გაიხსენა გოლების "შეყრა" და ბოლო 3 მატჩში, რომელშიც ის ძირითად შემადგენლობაში გამოვიდა 3 ჰეთ-თრიკი შეასრულა. იგუაინის შედეგიანობამ მოურინიოს დიდი თავსატეხი გაუჩინა, რადგან მას ჰყავს ორი უმაღლესი დონის ფორვარდი და მის ტაქტიკას ერთ-ერთი მათგანი უნდა შეეწიროს. გუნდისათვის ეს ყველაფერი კარგია, რადგან ფრანგიც და არგენტინელიც მუდამ ფორმაში იქნებიან და საკუთარი შანსის მაქსიმალურად გამოყენებას შეეცდებიან. არ ვაპირებ შევადარო ეს ფეხბურთელი ერთმანეთს, იმიტომ რომ ორივე მათგანს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები გააჩნია და ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ძირითადში, ისინი ნამდვილი მადრიდისტები არიან და არ დაზოგვენ თავს თეთრი მაისურისათვის. ამაზე ფიქრის საფუძველს ის მაძლევს, რომ პიპიტა ჯერ კიდევ 19 წლის იყო, როდესაც თეთრებს შეუერთდა და "ბავშვობაშივე" იგრძნო და გაიგო რა არის მადრიდის რეალი. კარიმი კი ყოველთვის გულშემატკივრობდა სამეფო კლუბს, როდესაც ის ლიონში თამაშობდა და უამრავი გრანდისგან, მათ შორის მანჩესტერ იუნაიტედისაგან მიუვიდა შემოთავაზება, ჯიუტად დაელოდა "ბლანკოსის" პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც თავად დაურეკა ფრანგ ფორვარდს და თეთრი მაისურის მორგება შესთავაზა, რაზეც ბენზემამ დაუფიქრებლად მისცა თანხმობა.

გუშინ ბენზემა არაფრით გამოირჩეოდა მოედანზე, მაგრამ თავისი საქმე შეასრულა გაიტანა გოლი და გააკეთა საგოლე პასი. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ მისგან ამ ყველაფერს, მაგრამ 1 წლით უკან დაგაბრუნოთ, როდესაც კარიმი საერთოდ არ მოძრაობდა და ერთ ადგილას იდგა. ყველა იძახდა, რომ თავდამსხმელს სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, ლიონში ის გუნდის ლიდერი იყო, მადრიდში გადმოსვლის შემდეგ კი სათადარიგო ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ შეცვლებზე უწევდა თამაში, ეს ფაქტი მას თრგუნავდა და გულშემატკივრები ფიქრობდნენ, რომ ბენზემა მადრიდში დიდ ხანი ვერ გაძლებდა.

ყველფერი მაშინ შეიცვალა, როდესაც ფრანგ ფორვარდს ზიზუმ მოკიდა ხელი. ფაქტიურად ზიდანი ბენზემას ფსიქოლოგად მოგვევლინა, რომელმაც ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, მან თანამემამულეს თვითშეფასება აუმაღლა და შემატა თავდაჯერებულობა, რის გარეშეც სამეფო კლუბში გაიწიხლები, ჩვენ გვინახავს უამრავი ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც თეთრების შემადგენლობაში ჩაირიცხა, მაგრამ თავის გამოჩენა ვერ შეძლო, იგივე გზაზე იდგა ლიონის ექს-ფეხბურთელი, მაგრამ ზიზუ არა მხოლოდ გენიალური ფეხბურთელი, არამედ გენიალური მასწავლებელიც ყოფილა. მან გაათავისუფლა ბენზემა მარწუხებისაგან, რომელიც მას ბოჭავდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

მას შემდეგ ბენზემა უცვლელად თამაშობდა ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ უცებ მიიღო მიკროტრავმა და სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა. პირადად მე მაინტერესებდა, როგორ შეეგუებოდა ფრანგი იგუაინის გაბრწყინებას, კვლავ ჩამოყრიდა ყურებს და კვლავ ვიხილავდით ბენზემას აჩრდილს თუ შეუპოვრად დაიწყებდა ბრძოლას ძირითადში ადგილის დასაბრუნებლად? გუშინ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი მივიღე, კარიმზე აღარ მოქმედებს ფსიქოლოგიური ზეწოლა და მზად არის იბრძოლოს ძირითად შემადენლობაში ადგილის მოსაპოვებლად.

ისევ წარსულში დავბრუნდეთ, როდესაც ბენზემას პირველი თამაშები ვნახე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის დაუცველი ბავშვი იყო, რომელიც მშობლის გარეშე დაიკარგება. მას არ ჰქონდა არანაირი პროტესტი მსაჯის მიმართ მაშინაც კი, როდესაც უსამართლოდ აჯარიმებდნენ ან თამაშგარე მდგომარეობას შეცდომით აფიქსირებდნენ. კარიმი თავს ჩაწევდა და დატუქსული ბავშვივით უკან "კუთხეში" დგებოდა. არც თანაგუნდელებთან ჰქონდა მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულება, მართალია არავის ემტერებოდა, მაგრამ კონტაქტსაც გაურბოდა და მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან ჩაკეტილი ფეხბურთელი იყო. სტადიონზე ქცევის მანერა დღეს თითქმის არ შეცვლილა, ისევ წყნარ, "ბუნჩულა" ბიჭუნას ვხედავთ, მაგრამ ეს ბავშვი ელოდება, როდის წავლენ მშობლები სახლიდან, რათა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ამ დროს, მას არც მეგობრები ავიწყდება, მათ გარეშე "თამაშს" არანაირი აზრი არ აქვს და ყოველი "არეული" საქმის შემდეგ ბენზემა მაგრად ეხუტება თავის ამხანაგებს, რომლებიც მას ეხმარებიან "ცელქობაში", ის კი მათ დახმარებითვე პასუხობს. ეს უბრალოდ კარიმ ბენზემაა, რომელიც ლიონის გარეუბანში დაიბადა და სიღარიბეში ცხოვრობდა, ახლა ის მადრიდის რეალის თავდამსხმელია და კომფორტულად ცხოვრობს, მაგრამ არასოდეს ავიწყდება, რომ გაჭირვების ჟამს მის გვერდით მეგობრები იდგნენ და დახმარების ხელს უწყობდნენ, ერთად "აშავებდნენ" ყველაფერს და პასუხსაც ერთად აგებდნენ. dle 10.1

  • SunSay
  • 19 ოქტომბერი 2011
  • 3061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)