იგუაინი:"უზომოდ ბედნიერი ვარ"

დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელმა და სამი გოლის ავტორმა გონსალო იგუაინმა თავის მცირე კომენტარში განაცხადა, რომ იგი უზომოდ ბედნიერია მორიგი ჰე–ტრიკის შესრულების გამო.


"ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ დღევანდელ შეხვედრაში მოვახერხე სამი გოლის გატანა. პირველ ტაიმში ვალენსიელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თუმცა ჩვენ საბოლოო ჯამში სრულიად დამსახურებულად და სამართლიანად გავიმარჯვეთ. კარგია, რომ გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე, რაშიც ძალიან დამეხმარნენ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია, ისევე როგორც სხვა თანაგუნდელები".

"იმედია სხვა მატჩებშიც მოვიპოვებთ სამ ქულას, რისი გაკეთებაც ადვილი არ იქნება. "ბეტისმა" ნამდვილად ღირსეული მეტოქეობა გაგვიწია, რაშიც ალბათ ყველა დამეთანხმება".

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იგუაინმა ზედიზედ გამართულ სამ შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და თითოეულში ჰე–ტრიკი შეასრულა. პირველად ეს გაკეთა "ესპანიოლთან" მატჩში, შემდეგ ჩილესთან, ხოლო დღეს მან მორიგი სამი ბურთი შეაგდო რეალ "ბეტისის" კარში. აღსანიშნავია ისიც, რომ მან "ხეტაფესთან" დაპირსპირებაში დუბლი შეასრულა.

Realmadrid.com dle 10.1

  • tata
  • 15 ოქტომბერი 2011
  • 2165
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)