ჟოზეს შაჰინი ბარსას დასამარცხებლად სჭირდება

Goal.Com-ის ჟურნალისტმა ბენ ჰაივარდმა ვრცელი სტატია მიუძღვნა ნური შაჰინს და მის სამომავლო პერსპექტივებს მადრიდის რეალში.


ზაფხულში მადრიდის რეალმა კოენტრაო შეიძინა 30 მილიონ ევროდ, რომელსაც ჯერ თავი არ გამოუჩენია. აგრეთვე კლუბმა კრახი განიცადა აგუეროსა და ნეიმარის შეძენისას, თუმცა ჩემი აზრით მთავარი შენაძენი ნური შაჰინია.

ჟოზე მოურინიომ ბუნდესლიგიდან რეალში მოიყვანა ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც 2010 წლის საუკეთესო ტრანსფერად დასახელდა, ალბათ ყველანი მიხვდით ვინ არის იგი, რა თქმა უნდა მესუთ ოზილი. თურქული ფესვების მქონე გერმანელმა პირველივე მატჩში დაატყვევა სკეპტიკურად განწყობილი გულშემატკივრები. 2011 წლის ზაფხულს კი თეთრების მწვრთნელმა კიდევ ერთხელ მიმართა გერმანიის ჩემპიონატს და შეიძინა ცენტრალური ნახევარმცველი ნური შაჰინი, რომელიც ჩაბი ალონსოს მეწყვილედ მოიაზრება.

გერმანული ფეხბურთის ექსპერტმა კლარკ უიტნიმ მას სრულყოფილი ცენტრალური ნახევარმცველი უწოდა.

"შაჰინი თამაშის ახალ სტილს შეიტანს მოურინიოს არსენალში. ნური ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და არაფრით ჩამოუვარდება ჩავის ან ფაბრეგასს. თუ გსურთ ბარსელონას ნახევარდაცვის ცენტრში მოუგოთ ორთაბრძოლა მასზე უკეთეს ფეხბურთელს ვერ შეიძენთ."

"თურქმა კარიერა გამთამაშებლის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა კლოპმა მას დაცვითი ფუნქციებიც შეუთავსა, ამან კი შედეგი გამოიღო. ბაიერნსა და ბორუსიას შორის დაპირისპირებაში, ყველას აინტერესებდა ვინ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი იყო შაჰინი თუ შვაინშტაიგერი, ნურიმ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და თავის გუნდს ბუნდესლიგის ტიტულისაკენ გაუძღვა."

"ნახევარმცველი ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და აქვს მოედნის იდეალური ხედვა, მას შეუძლია შეცვალოს შეტევის მიმართულება ისე, რომ მთლიანად ჩამოშალოს მეტოქის მიერ დაწყობილი დაცვა. ის რეალისათვის ყველაზე ძვირფასი შენაძენია და ახლა მან საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცოს, რომ შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ხედირა, ლასანა დიარა, კოენტრაო და თვით ჩაბი ალონსო."


ჟოზე მოურინიოს შემადგენლობაში ჰყავს მსოფლიო დონის მეკარე (იკერ კასილასი), ორი ბრწყინვალე ცენტრალური მცველი (პეპე და კარვალიო), საუკეთესო ფრთაზე მოთამაშე მცველები (რამოსი, მარსელო და ახლა უკვე კოენტრაოც), შემტევი ფეხბურთელები, რომლებსაც ნებისმიერი გუნდი ინატრებდა (რონალდო, კაკა, ოზილი და დი მარია) და რა თქმა უნდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი (ჩაბი ალონსო). ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოურინიო სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ძირითადი შემადგენლობის 11 ფეხბურთელიდან მხოლოდ 10-ით იყო კმაყოფილი, ეს კი საკმარისი არ არის ბარსელონას დასამარცხებლად და ჩემპიონთა ლიგის მოგასგებად. მან იცოდა რომ ერთ-ერთი პოზიცია იყო გასაძლიერებელი და გუნდის შავ წერტილს წარმოადგენდა ნახევარდაცვა.

ნოემბერში რეალმა ნოუ კამპზე სასირცხვილო მარცხი იწვნია, კატალონიელებმა თეთრები 5-0 დაამარცხეს. მოურინიომ აპრილში შეძლო რევანშის აღება და კოპა დელ რეი მოიგო, ამით მან გადადგა პირველი ნაბიჯი, რეალი გახდა კონკურენტუნარიანი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის წარმატების მისაღწევად, გუარდიოლას გუნდმა მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. ევრო ტურნირის ფინალში კი ბარსელონა კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა მადრიდის რეალთან.

მოურინიოს კარიერაში პირველად იყო ამხელა ანგარიშით მარცხი, ამიტომ მისი პირველი საფიქრალი ბარსელონას დამარცხება გახდა. ამის გასაკეთებლად კი მას შეზღუდული ვარიანტები ჰქონდა. შესაძლოა ალონსო მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ იგი ვერ გაუმკლავდება ხავის, ინიესტას და ბუსკეცს ერთად. მოურინიომ ალონსოს მეწყვილედ გამოსცადა, როგორც სამი ხედირა ასევე ლასანა დიარა და პეპეც, ყველაზე კარგად ამ უკანასკნელმა გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ ბოლოს ყველაფერი წითელი ბარათით გააფუჭა.

მიუხედავად ამ მარცხისა მოურინიოს გუნდი მეტ-ნაკლებად თანაბრად შეეჭიდა ბარსელონას სუპერთასის ორ რაუნდიან გათამაშებაში, სადაც თეთრებმა საერთო ჯამში 5 გოლი გაუშვეს და ოთხი გაიტანეს, მაგრამ კატალონიელებს წარმტების მიღწევა გაუჭირდათ და მოურინიომ ყველას აჩვენა, რომ გუნდი სწორ გზას ადგას. ბარსამ კვლავ აჯობა ბლანკოსს ნახევარდაცვის ცენტრში, მადრიდელები კი ისევ შაჰინის გარეშე იყვნენ.

ნური სამეფო კლუბს მაისის ბოლოს შეუერთდა, მაგრამ თეთრი მაისური მხოლოდ პრეზენტციაზე ეცვა. ჯერ კიდევ ბუნდესლიგის დასრულებამდე მას ტრავმა ჰქონდა, რომელიც ახლახანს მოიშუშა და მალე მზად იქნება მოედანზე დასაბრუნებლად. 23 წლის ფეხბურთელს გაუგრძელდა არდადეგები, თუმცა გავიხსენოთ გონსალო იგუაინი, ბოლო მატჩებში იგი ბრწყინვალე ფორმაშია და გოლს-გოლზე იტანს. შესაძლოა სწორედ ნური შაჰინი არის ის ნაწილაკი, რომელიც მოურინიოს მანქანას აკლია ბარსელონას დასამარცხებლად. dle 10.1

  • SunSay
  • 15 ოქტომბერი 2011
  • 3089
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)