"მარსელის" პროფილი

"ოლიმპიკი" საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში მე–3 ადგილს იკავებს. მათი მონაგარი 14 ქულას შეადგენს: 4 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ ითამაშეს და ერთშიც დამარცხდნენ. ფრანგები მესამე ადგილზე არიან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაშიც, ოღონდ აქ უკვე 0 ქულით, მათ პირველი მატჩი მილანთან დათმეს საკუთარ მოედანზე. ბოლო ორი თამაში 2003|04 წლების სეზონში "თეთრებსა" და "ოლიმპიკს" შორის ჩვენდა სასიხარულოდ "რეალის" ტრიუმფით დასრულდა.


"მარსელი" ოფიციალურად დაარსდა 1892 წლის დასასრულს. სახელწოდება კი 1899 წელს შეეცვალა და დღემდე შემორჩა. კლუბის ტრიუმფი 70–იან წლებში იყო, როდესაც გუნდმა აღმასვლა დაიწყო და ტიტულებსაც ბლომად იგებდა. "ოლიმპიკი" ასევე წარმატებით ასპარეზობდა 90–იან წლებში, როცა მათი მთავარი მწვრთნელი ბერნარდ ტაპიე გახლდათ.

20 წლის წინ მართლაც ბრწყინვალე კლუბი გახლდათ "ოლიმპიკი", როდესაც მათ შემადგენლობაში მსოფლიო ფეხბურთელები იყვენენ: პაპინი, დიდიე დეშამი, კანტონა და პლიუს მთავარი მწვრთნელი ფრანც ბეკენბაუერი. "მარსელი" იმ დროს სასწაულებს ახდენდა, მათ 4–ჯერ მოიგეს საფრანგეთის დივიზიონი და ერთხელაც ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლნენ 1993 წელს.

შარშან ტიტულის გარეშე დარჩნენ, მათ 3 ქულით აჯობა "ბორდომ". ისინი დღეს დღეობითაც ვერ იმყოფებიან საჩემპიონო ადგილას ცხრილში, მხოლოდ და მხოლოდ მე–3 პოზიციას ჯერდებიან.

"მარსელში" გამოდიან მადრიდის "რეალის" ყოფილი ორი ფეხბურთელი: ფერნანდო მორიენტესი და გაბრიელ ჰეინცე. ყოფილი მადრიდისტები ეცდებიან წარმატებით ითამაშონ ძველი კლუბის წინააღმდეგ. ყველაფერი კი დღეს საღამოს გაირკვევა, სანტიაგო ბერნაბეუზე.

სტატიის ავტორი: kevlisha

ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 30 სექტემბერი 2009
  • 6975
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (305)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)