მადრიდის "რეალი" - "მარსელი" [პრევიუ]

216 დღიანი პაუზის შემდეგ, ჩეპნიონთა ლიგა "სანტიაგო ბერნაბეუს" კედლებს უბრუნდება.მადრიდის "რეალი" 2009-10 წ.წ. ევროპის ყველაზე პოპულარული ტურნირის სეზონის პირველ საშინაო მატჩში, "მარსელის ოლიმპიკს" დაუპირისპირდება.


პელეგრინი გუნდითურთ შეეცდება იმ ასპროცენტიანი მაჩვენებლის შენარჩუნებას, რომელსაც "რეალი" ლიგასა და ლა ლიგაზე ანახებს.კონტინენტის საკლუბო პირველობის პირველ ტურში, მადრიდელებმა ციურიხში ადგილობრივები დაასამარეს და 3 ქულასთან ერთად პირველ ადგილსაც დაეუფლენ, თუმცაღა ერთპიროვნულ გალიდერებამდე, მათ მოზიარე "მილანი" უშლის ხელს, რომელმაც ასევე პირველ ტურში სტუმრად დაამაცხრა "მარსელი."აღსანიშნავია "როსონერის" ძალისხმევა, რამეთუ "ველოდრომზე" გამარჯვების მოპოვება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

საფეხბურთო ექსპერთა ვარაუდით დღეს გასამართი შეხვედრა ძალზედ საინტერესო და უხვგოლიანი უნდა გამოდგეს.ამის წინაპირობად სახელდება, მადრიდელების მიერ 6 მატჩში გატანილი 21 გოლი.ჩილელი თავკაცი, ნისტერლოის, არბელოას, მეცელდერისა და ლასანა დიარას გარეშე შეეცდება ფრანგების "მიწასთან გასწორებას."

რაც შეეხება ფრანგულ ბანაკს, დეშამი ისეთი მოთამაშეებით შეეცდება "ბლანკოსის" დამარცხებას, როგორებიც არიან: ფერნანდო მორიენტესი, ბრანდაო, ნიანგი, ბენ არფა და გაბი ჰაინცე."ოლიმპიკის" ეროვნული ჩემპიონატის მონაგარი, ჯერჯერობით მხოლოდ 14 ქულასა და მესამე ადგილს მოიცავს.მათთვის დღევანდელი თამაში ფრიად მნიშვნელოვანია, რამეთუ ნაწილობრივ "ბერნაბეუზე" გადაწყდება "მარსელის" სამომავლო პესპექტივა, ჩემპიონთა ლიგის 2009-10 წ.წ. გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე.

არ შემიძლია არ აღვნიშნო, "რეალის" ფეხბურთელების განწყობა თამაშის წინ.მადრიდელი "მგლების" განცხადებით, ისინი მხოლოდ 3 ქულისათვის და ლამაზი ფეხბურთის თამაშისათვის ემზადებიან.

პ.ს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, "რეალისა" და "მარსელის" პაექრობის პირდაპირ ტრანსლიაციას, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს.მაშასადამე, შეხვედრისათვის თვალ-ყურის დევნება, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე, შეგიძლიათ ე.წ. "პირველი არხის" ეთერში. dle 10.1

  • Undecima
  • 30 სექტემბერი 2009
  • 2850
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ჟერარი 5
2 ბენზემა 4
3 ლორენი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (269)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)