ახალწვეულები მოუთმენლად ელიან "მარსელთან" მატჩს

24 საათია დარჩენილი ახალწვეულების დებიუტამდე ჩემპიონთა ლიგაზე. ისინი ავიდნენ მადრიდის ერთ–ერთ ცათამბჯენზე, საიდანაც კარგად ჩანს "სანტიაგო ბერნაბეუ".


კრისტიანო რონალდო, კაკა, ბენზემა, ხაბი ალონსო, ალბიოლი, გრანერო, არბელოა და გარაი – მათ ექნებათ დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" ფეხბურთელის რანგში. ეს ფეხბურთელები პირველად მოისმენენ ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს "სანტიაგო ბერნაბეუზე", როგორც მასპინძლის როლში. მათგან ყველას ერთი მიზანი აქვს – გავიდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელიც შედგება 22 მაისს "სამეფო კლუბის" სტადიონზე.

ფეხბურთელებმა გადალახეს 29 სართული ლიფტით და ავიდნენ ცათამბჯენზე "Torre Europa", საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი. "აქედან იშლება არაჩვეულებრივი ხედი "ბერნაბეუზე" – განაცხადა კაკამ, რომელიც მობილურით იღებდა ამ სანახაობას. "მე არასდროს არ მინახავს ასეთი რამ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია" – გამოხატა გაოცება კრისტიანო რონალდომ.

"ითამაშო "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე – ეს ოცნებაა" – აცხადებს გარაი. "გუნდი დაიბრუნებს იმას, რასაც იმსახურებს". მიუთითა სტადიონისკენ. არბელოა აცხადებს: "აი იქ მდებარეობს "რეალის" სტადიონი, სადაც ფეხბურთელების 95% ოცნებობს თამაშს. ეს ერთ–ერთი საუკეთესო სტადიონია მსოფლიოში". ბენზემამაც ვერ დამალა ემოციები: "ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელი თამაშობს. გვსურს მოვიგოთ ეს ტიტული, რომელიც ბევრს ნიშნავს ჩვენთვის" – განაცხადა ფრანგმა.

რაულ ალბიოლი: "მსურს მოვისმონო ლიგის ჰიმნი სასტარტო შემადგენლობასთან ერთად". გრანერო აცხადებს: "ჩვენ სიხარულის ბევრი მიზეზი გვაქვს. ბევრი დიდი საქმე შეგვიძლია გავაკეთოთ ევროპაში.". "დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ ჩემპიონთა ლიგაზე" – აცხადებს ხაბი ალონსო.

ფეხბურთელები და გულშემატკივრები თვლიან, რომ მიზნის ნაწილი განხორციელებულია – გუნდი იწყებს შეთამაშებას, მაგრამ გზის ნაწილი წინაა და ის უფრო რთული იქნება. ბევრი დაბრკოლება შეხვდება "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამარჯვებლად.


ჩემგან სიურპრიზი. იხილეთ ამ სტატიის ამსახველი ვიდეო. გპირდებით ისიამოვნებთ. იმედია გაგახარეთ. 016



ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 30 სექტემბერი 2009
  • 2755
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ჟერარი 5
2 ბენზემა 4
3 ლორენი 3
4 ბეილი 2

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 0 0 0 0 0
2 პსჟ 0 0 0 0 0
3 გალათასარაი 0 0 0 0 0
4 ბრიუგე 0 0 0 0 0

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

სექტემბერი 2019 (269)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)
მაისი 2019 (366)
აპრილი 2019 (331)