პელეგრინის პრეს–კონფერენცია

მანუელ პელეგრინმა გამართულ პრეს–კონფერენციაზე პასუხი გასცა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც ძირითადად ბლანკოსების ხვალინდელ შეხვედრას ეხებოდა.


ლასსა და გუტის არ უვარჯიშიათ კლუბთან ერთად...

ლასი არ არის განაცხადში, ვინაიდან მას მხრის ტრავმა აწუხებს. გუტი და რამოსი კი არიან შეყვანილი, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევი გვაქვს, რამდენად შეძლებენ ისინი ხვალ თამაშს.

როგორ იმოქმედა ლასის ამოვარდნამ თქვენს გეგმებზე?

ჩვენ გეგმებზე ჯერ არ უმოქმედია ერთი–ორი ფეხბურთელის ტრავმას და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც ასე იქნება, მაგრამ არის რამდენიმე გამონაკლისიც, მაგალითად ხვალინდელი შეხვედრა, როცა არ გვეყოლება არბელოა, რამოსის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ჩვენ ამ ეტაპზე სიმშვიდეს ვინარჩუნებთ, მაგრამ ვნახოთ თუ რა მოხდება ხვალ.

რა ინფორმაცია გაქვთ მარსელის ოლიმპიკზე?

ყველანაირი, ჩვენ ერთად ვუყურეთ მათ თამაშს მილანის და ვალენსიასის წინააღმდეგ. ჩვენთვის ნაცნობია ის ფეხბურთი სტილი, რომელსაც მისი ფეხბურთელები თამაშობენ, ამიტომ მიმაჩნია, რომ არ უნდა გავიჭირდეს.

რას ფიქრობთ, როგორ მოქმედებს თქვენი როტაციის პოლიტიკა ფეხბურთელების ფსიქიკაზე? რამდენად თანაბრადაა მათთვის განკუთვნილი სათამაშო დრო განაწილებული? მაგალითად: ამ დროისთვის რაულს უფრო მეტი სათამაშო დრო ქონდა ბენზემასთან შედარებით, რომელიც სხვათაშორის კლუბის კაპიტანზე ათი წლით უმცროსია?

როტაცია არაა გადამწყვეტი პრობლემა. ყველაფერი დამოკიდებულია მოწინააღმდეგე კლუბზე , ვარჯიშის დროს ნაჩვენებ მონდომებაზე და ა.შ. არასდროს იცი, როდის დაგჭირდება შედარებით უფრო ახალგაზრდა და ენერგიული ფეხბურთელი...

რას ფიქრობთ იმ სტარტზე, რომელიც ბენზემას ქონდა?

კარიმი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ეჩვევა მადრიდის რეალს. ეს კარგია, რომ მას გააქვს გოლები, ისევე როგორც , იგუაინის შემთხვევაში. მე თითოეულ მათგანის თამაშს დიდი ყურადღებით ვაკვირდები, ანალოგიურად ვიქცევი ნებისმიერი ჩემი ფეხბურთელის მიმართ.

პელეგრინის პრეს–კონფერენცია

რა იქნება, თუ კლუბი დამარცხდება, მაშინ როცა კაკა და რონალდუ სათადარიგოთა სკამზე იჯდებიან?

მე ვიცი, რომ მათი სათადარიგოთა სკამზე დასმით დიდ რისკზე მომიწევს წასვლა, მაგრამ მათი ტალანტი არანაირად არ განსხვავდება სხვებისგან. მოვა დროს, როცა ამ ორის დასმაც მომიწევს სათადარიგოთა სკამზე. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ფეხბურთელებმა ეს მშვენივრად იციან და მიგებენ კიდეც. ყველა ფეხბურთელი აკეთებს იმას, რასაც მე ვთხოვ.

გუარდიოლამ განაცხადა, რომ სტატისტიკის მიხედვით ბარსელონა არაა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ ტიტულის მოგების ერთადერთ ფავორიტად მადრიდის რეალი ითვლება?

მე არ ვიცი, თქვენ საიდან აკეთებთ ასეთ დასკვნებს. თქვენ უკეთესია ეს სტატისტიკოსებს კითხოთ, რომლებისაც მე არ მჯერა. კლუბის სიძლიერე მოედანზე თამაშისას ვლინდება და არა სტატისტიკის მიხედვით.

ამ ბოლო ვარჯიშისას რაღაც ვერ შევამჩნიეთ, რომ ესაუბრებოდით კრიშტიანო რონალდუს? როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

არ ვიცი , თქვენ რისი დანახვა მოასწარით იმ ათი წუთის განმავლობაში, როცა ის ეხუმრებოდა ფიზმომზადების სპეციალისტს. არანაირი პრობლემა ჩვენ შორის არაა. ჩემი აზრით, თქვენ არ გაქვთ იმის საფუძველი, რომ "თქვენეული" დასკვნა გამოიტანოთ არსებული სიტუაციიდან, იმიტომ რომ ის მოედნიდან მხოლოდ მაშინ გავიყვანეთ, როცა მატჩის დასრულებამდე ათი წუთი იყო დარჩენილი. ჩვენ ძალიან კარდი ურთიერთობა გვაქვს.



წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 29 სექტემბერი 2009
  • 2470
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (277)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)