გალიანი : "ჩვენ არ ვინტერესდებით ხედირას შეძენით"

მოგეხსენებათ, პრესაში დიდი მითქმა-მოთქმაა გამოწვეული "მილანის" ინტერესის შესახებ, რომელიც სამეფო კლუბის გერმანელ ნახევარმცველს, სამი ხედირას ეხება. ამ თემასთან დაკავშირებით "როსონერის" ვიცე პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


"უკვე მომაბეზრებელია ხედირას თემა, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვაცხადებ, რომ "მილანი" არ ინტერესდება გერმანელის შეძენით, რადგან მის პოზიციაზე რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე გვყავს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია უმაღლეს დონეზე თამაში და გუნდის დახმარება."

"ყველაფერი ჟურნალისტების მოგონილი ჭორია. მადრიდის "რეალთან" ყოველთვის გვაქვს ინტენსიური მოლაპარაკებები, მაგრამ ყველაფერი ფეხბურთელთა ტრანსფერებს არ ეხება, ჩვენ უამრავ საერთო საქმეს ვაკეთებთ."

"ფლორენტინო პერესთან ბრწყინვალე ურთიერთობა გვაკავშირებს, ჩვენ მეგობრები და პარტნიორები ვართ." dle 10.1

  • Hala
  • 7 ოქტომბერი 2011
  • 2125

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)