ბენზემას პრეს–კონფერენცია

20 ფოტოკამერა,10–ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო ფრანგი კარიმ ბენზემას დღევანდელ პრეს–კონფერენციას, სადაც მან ისაუბრა მადრიდის რეალის მომდევნო მეტოქეზე–მარსელის ოლიმპიკზე.


რას ფიქრობთ მარსელის ოლიმპიკზე?

ის ძლიერი კლუბია, ისინი თითქმის ყოველ წელს ღებულობენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობას, როგორც ვიცით, მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ყავთ და ამავდროულად წელს ახალი შენაძენებიც გააკეთეს. მარსელი ფიზიკურად ძლიერი კლუბია, რომელსაც სათანადო კვალიფიკაციაც გააჩნია, ამიტომ მიმაჩნია, რომ კარგი სანახაობრივი თამაში გამოვა.

მარსელის ოლიმპიკის გულშემატკივრები ესპანეთში ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ, რას ფიქრობთ ისინი ისევე მოიქცევიან, როგორც მადრიდის ატლეტიკოსთან გამართულ შეხვედრაში?

ჩვენ საერთოდ არ გვილაპარაკია მათ გულშემატკივრებზე. ისინი აქ ჩამოვლენ საკუთარი კლუბისთვის მხარდასაჭერად , ისინი ისეთივენი არიან, როგორც ნებისმიერი სხვა კლუბის გულშემატკივრები.

ბენზემას პრეს–კონფერენცია

რას ფიქრობთ, როგორია მაქსიმალურად ოპტიმალური და უძლიერესი შემადგენლობა, რომელიც შეძლებს კლუბის ნამდვილი ძალის დემონსტრირებას?

ჩვენ გვყავს ოთხი შესანიშნავი ტიპის შემტევი ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ერთად ვერ ვახერხებთ თამაშს, ეს პრობლემა არაა, მთავარია რომ ვიგებთ, ხოლო მწვრთნელი კი ნებისმიერი თამაშის წინ გვეუბნება , თუ რა უნდა გავაკეთოთ.

თქვენ ტენერიფესთან შეხვედრაში ორი გოლი გაიტანეთ, როგორ მოქმედებს თქვენზე მწვრთნელის მიერ დანერგილი როტაციის პოლიტიკა?

მე ძალიან გახარებული ვარ, რომ დუბრლი შევასრულე, ყველანი კარგად ვთამაშობთ, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც მწვრთნელზეა, ის წყვეტს ვინ ითამაშებს და ვინ არა. არ ვიცი, თუ ვინ იქნება ხვალინდელ სასტარტო შემადგენლობაში.

თქვენ ესპანეთში უკვე სამი თვეა რაც ხართ, როგორ გრძნობთ თავს?

თავს მშვენივრად ვგრძნობ, ვინაიდან საუკეთესო ფებხურთელების გვერდით ვთამაშობ. ვიმედოვნებ, რომ ხვალაც კარგ თამაშს ვაჩვენებ, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი გამჭირვებია.

როგორ მიეჩვიეთ მადრიდის რეალს?

ვგრძნობ, რომ აქ უფრო მეტად ვავლენ ჩემ შეტევით ხასიათს, ვიდრე ლიონში. იქ ყოფნისას, მე მოედნის ცენტრში უფრო მეტად მიწევდა ყოფნა და შეტევისთვისაც ამდენი დრო არ მრჩებოდა, აქ კიდევ არ მიწევს ამის გაკეთება, იმიტომ რომ აქ კაკა თამაშობს.

ბენზემას პრეს–კონფერენცია

მადრიდის რეალის ახალი პროექტი ძალიან ამბიციურია. რას ფიქრობთ იმ ინვესტიციებზე, რომლებიც ფლორენტინო პერესმა განახორციელა?

პრეზიდენტმა სოლიდური ფულადი დანახარჯები გაიღო იმისთვის, რომ ბრძოლისუნარიანი კლუბი ჩამოეყალიბებინა. მან ამას მიაღწია. მადრიდის რეალი ძლიერი კლუბია უძლიერესი ფეხბურთელებით.

მარსელის ოლიმპიკის წინააღმდეგ კარგი შედეგიანობით გამოირჩევით...

დიახ, ასე იყო წინათ, მაგრამ ამ სეზონში არცერთი ის თამაში არ მინახავს. ვიმედოვნებ, რომ არა მარტო მე , არამედ მადრიდის რეალი მიაღწევს კარგ შედეგს ხვალინდელ შეხვედრაში.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 29 სექტემბერი 2009
  • 6528
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)