ოთხი ვარსკვლავი

კაკამ, კრიშტიანო რონალდომ, კარიმ ბენზემამ და ეზიკელ გარაიმ კომენტარები გააკეთეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე. მათი აზრით უდიდესი სტიმულია ფინალის ბერნაბეუზე გამართვა.


რიკარდო კაკა:

"მე ვიცი, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. ყველას გვინდა, რომ კარგად ვითამაშოთ ჩემპიონთა ლიგაზე და ისტორია შევქმნათ, მაგრამ ამისათვის ძალიან ბევრია გასაკეთებელი. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გამარჯვება ურთულესია. ხალხის აზრით "რეალს" შეუძლია ყველა ტურნირზე წარმატების მიღწევა, ამისათვის მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ. თამაშის დიდი მუხტის მიღება შეგვიძლია საკუთარ კედლებში, ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება და ეს რათქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ყველასათვის."


კრიშტიანო რონალდო:

"ფანების მხარდაჭერა უმთავრესია ყველასათვის და ეს ჩვენ არ გვაკლია. გავიმეორებ კაკას სიტყვებს:"შეგვიძლია მოვიგოთ ლიგაზე , მაგრამ ამის გაკეთებას დიდი და მაგარი მუშაობა სჭირდება." გამარჯვება გვწყურია, მაგრამ უშრომველად არაფერი მოდის. დიდი შანსია, რომ მართლაც წარმატებით ვითამაშოთ "ჩემპიონთა ლიგაზე" , მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ძალიან უნდა მოვინდომოთ და ბევრი ვივარჯიშოთ ამის მისაღწევად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლისთვის."


კარიმ ბენზემა:

"დარწმუნებული ვარ, რომ შეგვიძლია მოგება. ფეხბურთი სიურპრიზებითაა აღსასვსე, მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაშნებს. უდიდესი კლუბი გვყავს და წარმატების მიღწევა არ გაგვიჭირდება. გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ძალიან დიდი მონდომებით უნდა ვიმოქმედოთ ნებისმიერ მომენტში და ყველაფერი გამოვა. ყველა ჩემი თანაგუნდელი ეცდება გამოავლინოს საკუთარ თავში საუკეთესო და ეს უმნიშვნელოვანესია."


ესეიკელ გარაი:


"გამარჯვება უმთავრესი მისიაა მადრიდის "რეალისთვის". ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბშ თამაში უდიდესი პატივია. ვფიქრობ, რომ ყველას მოტივაციას გვმატებს ჩვენს კედლებში გასამართი ფინალური შეხვედრა. მე ველი ამ ბრწყინვალე დღეს და იმედია ფინალში სწორედ ჩვენ გავალთ. "


სტატიის ავტორი: kevlisha


ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • kevlisha
  • 29 სექტემბერი 2009
  • 7172
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)