უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე

ყველამ იცის, რომ მოურინიოს ყველაზე მეტად რასაც კი უწუნებენ ”ექსპერტები” არის მისი მიდგომა ფეხბურთისადმი, ის ჩაკეტილი თამაშის სტილი, რომელსაც ეს უკანასკნელი ავითარებს და ამკვიდრებს ”ბლანკოსებში” და რომელიც ”მადრიდისტებს” ”ნერვებს უშლის”, მაგრამ....


...მაგრამ, სტატისტიკა, რომელიც გვიქმნის ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება ესა თუ ის მოსაზრება რეალობას, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს. თავად განსაჯეთ:

მოურინიოს ხელმძღვანელობით ”მადრიდის რეალმა” ლა ლიგის 48 შეხვედრაში 118 გოლის გატანა მოახერხა. , საშუალოს 2,74 გოლი მატჩში. ცოტად გეჩვენებათ არა? არანაირად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს რეზულტატი მის წინამორბედებზე ბევრად უკეთესია. იტყვით არა, მერე რა თუ წინამორბედებს ჯობდაო. კი ბატონო, მაგრამ რას იტყვით საინტერესოა მაშინ, როცა გაიგებთ, რომ მისი ეს შედეგიანობა ”ბარსელონას” ლეგენდად ქცეულ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასაზე უკეთესია? (2,68 გოლი ერთ მატჩში).

მოურინიოს საუკეთესო თავდაცვა-თავდასხმაა. ეს იქნება იმის პასუხი, რომ კასილასის კარის მიმართ ამ სეზონში წარმოუდგენელი რაოდენობის დარტყმები ხორციელდება, თითქოს კვლავ 2008 წელია. რაც შეეხება წინა ხაზს, ამ მხრივ მოუს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს კლუბის ისტორიაში, 2,74 მიახლოებით სამი გოლი შეხვედრაში.

ამ მხრივ მოურინიო ჯობსნის საკუთარ წინამორბედებს, პეპე ვილიანოგს - 2,56 გოლი (197 გოლი 77 შეხვედრაში (1954-1957 წწ.)). ვილიალონგის გუნდში თამაშობდნენ დი სტეფანო, ხენტო, რუალი, მოლოვნი, ოლსენი და სხვები...ტოპ ხუთეულში ”დი სტეფანომდე ეპოქის” ორი მწვრთნელი მოხვდა. ესენი არიან პაკო ბრუ, რომელიც ”რეალს” 1934-1941 წლებში ხელმძღვანელობდა (221 გოლი 88 შეხვედრაში-საშუალოდ 2,51 გოლი მატჩში) და ინგლისელი მაიკლ კიპინგი (1947-1951 წწ.)-165 გოლი 69 შეხვედრაში-საშუალოად 2,39).

რა თქმა უნდა, მოურინიოს ”მადრიდის რეალის” ისეთ ლეგენდებზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, როგორიცაა დი სტეფანო, მიგელ მუნიოსი, მოლოვნი, დელ ბოსკე და ა.შ. მისი მაჩვენებელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გვარდიოლასაზე უკეთესია. ”კულეებს” ეს უკანასკნელი 119 ლა ლიგის შეხვედრაში მეთაურობდა , სადაც მათ 320 გოლი გაიტანეს-საშუალოდ 2,68 გოლი ერთ შეხვედრაში.

და მაინც, ”საფეხბურთო ექსპერტების” აზრით, თურმე მოურინიო დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია.


უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე


წყარო: Marca
dle 10.1

  • shvela
  • 3 ოქტომბერი 2011
  • 3012
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)