რამოსი 3 თვეა ტრავმირებულია

მადრიდის "რეალის" ესპანელი მცველი, სერხიო რამოსი ამერიკული ტურნეს შემდეგ ტრავმირებულია და ტკივილგამაყუჩებლებით უწევს შეხვედრების გამართვა. ადრე თუ გვიან ჟოზე მოურინიო იძულებული იქნება ვიცე კაპიტანი დროებით მოედნიდან მოკვეთოს, რადგან ესპანელის თამაში დიდ რისკთან არის დაკავშირებული...


ამჟამად "ბლანკოსის" დაცვაში საკადრო პრობლემებია. გუნდს ვერ ეხმარებიან კლეპერ პეპე და რიკარდო კარვალიო, მათ ადგილებს კი ვარანე და რაულ ალბიოლი იკავებენ, საბედნიეროდ არაფერი აწუხებს ალვარო არბელოას და იგი ნებისმიერ წუთს მზად არის გუნდის დასახმარებლად.

გავრცელებული ინფორმაციით როგორც კი პორტუგალიური დუეტი მოედანს დაუბრუნდება, სერხიო რამოსი ცოტა ხნის შეისვენებს და ტრავმის მოშუშებას შეუდგება, დღევანდელ შეხვედრას კი იგი სასტარტოდან დაიწყებს.

სავარაუდოდ ვიცე კაპიტანს არბელოა ჩაანაცვლებს და რამდენიმე მატჩის მანძილზე სწორედ მისი ხილვა მოგვიწევს სასტარტო შემადგენლობაში.

მთავარი მწვრთნელი ხსენებული ფაქტით ძალიან აღელვებულია და ვითარებაში გარკვევა სურს. რამოსის განცხადებით იგი ყოველთვის მზად არის სათამაშოდ და წამლები ყველანაირ ტკივილს უყუჩებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ესპანელ მოთამაშეს სრულფასოვანი მკურნალობა ესაჭიროება. dle 10.1

  • Hala
  • 2 ოქტომბერი 2011
  • 2487
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)