"ლა როდა" - "კასტილია" [პრევიუ]

დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე "კასტილია" "ლა როდას" დაუპირისპირდება. გთავაზობთ ამ მატჩის პრევიუს...


სამი მოგების და სამი ფრის შემდეგ "კასტილია" "სეგუნდა ბ"-ს ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. "ლა როდა" ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელი გუნდია საკუთარ მოედანზე და წესით რთული მატჩი უნდა გამოდგეს. ამას არც "კასტილიის" ფეხბურთელები მალავენ.

დანი კარვახალი:

"ჩვენ მნიშნელოვანი ქულები დავკარგეთ. ყველა შეხვედრაში გამარჯვება გვმართებდა. ახლა კი, ლა როდაში, ცხადია, სამი ქულის ასაღებად მივდივართ. მთავარია, რომ მომენტები შევქმნათ და მათი რეალიზება მოვახერხოთ. გუნდი უკეთ ათამაშდა და ეს ძალიან კარგია. ოქტომბერში ძალზედ გადატვირთული გრაფიკი გვაქვს. უახლოეს მომავალში 5 შეხვედრა გველის გადაბმულად და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ცხრილის სათავეში ადგილი შევინარჩუნოთ."


ხორხე კასადო:

"არ მინდა, რომ გასული წლის მსგავსი დასაწყისი გვქონდეს. უკვე ოთხი მნიშვნელოვანი ქულა დავკარგეთ და ეს საკმარისია. მოედანზე მხოლოდ გასამარჯვებლად გავალთ. ეს რთული მატჩი იქნება, ამავდროულად მეტოქე გუნდს საკუთარი კედლების უპირატესობა აქვს, მაგრამ ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ცხრილის სათავეში ყოფნის ღირსნი ვართ. "ლა როდა" ბრწყინვალედ გამოიყურება. ისინი ჯერ საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულან მიმდინარე სეზონში და გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებენ "სეგუნდა ბ"-ში."



ალბერტო ტორილს ამ მატჩში ხოსელუ დააკლდება, რომელიც "რეალთან" ერთად გაემგზავრა კატალონიაში. ზამორა და რიოსი ტრავმირებულია. ასევე განაცხადში ვერ მოხვდნენ მანდი, რაულ რუისი, მარტინესი და ივან გონსალესი. სიახლე ისაა, რომ მერჩნი გამოაჯნმრთელდა და სავარაუდოდ ძირითადიდანაც დაიწყებს თამაშს.

რაც შეეხება "ლა როდას", ანტონიო კაბეზუელოს შეგირდებმა წინა ტურში "კორუხოსთან" ფრე ითამაშეს. ისინი ცხილში მეხუთე ადგილს იკავებნ სამი მოგების, ორი ფრისა და ერთი მარცხის შემდეგ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (197)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)