მოურინიო : "პერესი საუკეთესო პრეზიდენტია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიო "ესპანიოლთან" შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ვრცლად ისაუბრა...


"წინა თამაშები კარგად ჩავატარეთ და დამაკმაყოფილებელი შედეგები მივიღეთ, რაც ჩვენთვის სტიმული იქნება, აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და 3 ქულის აღება. იყო ნეგატიური ასპექტები, რომელიც უკვე შესწავლილი გვაქვს და შეცდომები კატალონიელებთან არ განმეორდება."

"კარიმ ბენზემა "ესპანიოლის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ამის გამო ყველანი ვწუხვართ, რადგან ფრანგს მართლაც კარგი დროება უდგას, თუმცა ტრავმისგან არავინაა დაზღვეული. როდესაც იგი ფორმაში იქნება, თამაშის საშუალება აუცილებლად მიეცემა."

"გონსალო იგუაინი ბრწყინვალე ფორვარდია, რომელმაც გატანა უკვე დაიწყო და დარწმუნებული ვარ კარის აღებები კვლავ გაგრძელდება, არგენტინელ ფორვარდს ბევრი დადებითი თვისება აქვს, იგი საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ სულ მალე ნამდვილ პიპიტას ვიხილავთ, ახალგაზრდა მოთამაშემ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც თვეების გაცდენა მოუხდა, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, გონსალო გუნდს დაეხმარება."

"წინა შეხვედრაში კაკამ და ოზილმა ერთმანეთს შესანიშნავად გაუგეს, რითიც კმაყოფილი დავრჩი, ბრაზილიელი ფეხბურთელი ნელ-ნელა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას და ეს ყველას ახარებს, რიკი ნამდვილი პროფესიონალია, მან და მესუთმა ერთად ბრწყინვალე ტანდები შექმნეს და ბურთი კარგად დაიჭირეს. ბრაზილიელს არანაირი დაზიანება აღარ აწუხებს, მაგრამ პატარ-პატარა ხარვეზებს მაინც ვერიდებით, სამეფო კლუბს რიკარდო ძალიან სჭირდება."

"ვარანე 18 წლისაა, მაგრამ უკვე რამდენჯერმე მიეცა თამაშის და საკუთარი ძალების დამტკიცების საშუალება. ფრანგ მოთამაშეს დიდი ზეწოლის ქვეშ უწევს თამაში, რაც ხელის შემშლელი ფაქტორია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაფაელი სულ მალე უმაღლესი დონის მცველი იქნება."

"ჰამიტ ალტინტოპისთვის "აიაქსთან" თამაში ნამდვილი ჯილდო იყო, თურქი მოთამაშე იდეალური კონდიციისგან შორს არის, რადგან დიდი ხანია არ უთამაშია, მაგრამ მის ძალებში ყველანი დარწმუნებულნი ვართ, ალტინტოპი ნამდვილად კარგი მოთამაშეა და გუნდისთვის დიდი სამუშაოს გაწევა შეუძლია. ასევე მოუთმენლად ველი ნური შაჰინის დაბრუნებას, ახალგაზრდა მოთამაშე პერსპექტივით სავსეა და მისნაირი მოთამაშე ბევრი არ არის."

"ფლორენტინო პერესი საუკეთესო პრეზიდენტია, შეიძლება სუბიექტურობაში ჩამომართვათ, მაგრამ ვთვლი, რომ დონ პერესზე ძლიერი მმართველი სამეფო კლუბს არასდროს ჰყოლია და მეეჭვება ოდესმე ჰყავდეს. ფლორენტინო ნამდვილად საქმეში ჩახედული ადამიანია, რომელიც მხოლოდ წარმატებას ითხოვს, რაც სავსებით გასაგები უნდა იყოს ნებისმიერი მწვრთნელისთვის. "ბლანკოსს" შესაძლოა მოურინიოზე უკეთესი მწვრთნელი ჰყოლოდა, ანდაც ამ შემადგენლობაზე უკეთესი კოლექტივი, მაგრამ ეს ყველაფერი პრეზიდენტს არ ეხება."

"გუნდი მზად არის "ესპანიოლთან" სათამაშოდ, რამდენიმე ვარჯიში გავმართეთ და ყველაფერი გავარკვიეთ. ფეხბურთელები ლანჩზეც დავპატიჟე და ფსიქოლოგიურად მოვამზადე, იმედს გამოვთქვამ 3 ქულას მოვიპოვებთ და დედაქალაქში გახარებულები დავბრუნდებით." dle 10.1

  • Hala
  • 1 ოქტომბერი 2011
  • 2261
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)