პეპე:"რონალდუ უკეთესია, ვიდრე მესი"

პორტუგალიელი მცველი ფსონს თანამემამულეზე ჩამოდის.


მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი პეპე აცხადებს, რომ თანამემამულე კრისტიანო რონალდო უკეთესია, ვიდრე ლეონელ მესი.

კრისტიანო რონალდო საუკეთესოა, რადგან თავითაც კარგად თამაშობს, ორივე ფეხით კარგად არტყამს და თავისუფალ დარტყმებში ბადალი არ ჰყავს. ეს ყველაფერი გუნდს ეხმარება. ეს კომენტარი პეპემ ხუთშაბათს გამოცემა Marca-თან განაცხადა. "ის შეუდარებელი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია გაგაოცოს მისი თამაშით" – განაცხადა პორტუგალიელმა მცველმა, რომელსაც მოუწია გამოეტოვებინა ათი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო. მან 20 აპრილს "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩში თავდასხმა განახორციელა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ალბინზე.

რონალდოს არ უნდა ეწყინოს

პეპეს განცხადებით, რონალდოს არანაირი კონფლიქტი არ აქვს მანუელ პელეგრინისთან. "მიუხედავად იმისა, რომ "ტენერიფესთან" მატჩში კრისტიანო შეცვალეს, მას არანაირი დისკომფორტი არ უგრძვნია და პელეგრინისთანაც შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. უბრალოდ მას სურს მუდამ თამაში და გოლების გატანა. მან იცის, რომ ერთმანეთს პატივისცემით უნდა მოვაპყროთ".

პორტუგალიელი მცველის თქმით, ლა ლიგისთვის მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" არ იბრძოლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდმა ხუთი მატჩი მოიგო ზედიზედ. ""სევილია", "ვალენსია" და "ატლეტიკო" – ეს ის გუნდებია, რომელთა ნაადრევად ჩამოწერა არ შეიძლება".

"რაც გავაკეთე ძალიან ცუდია"

გასული სეზონის ინცინდენტზე პეპე ძალიან დამწუხრებულია. ის ახლა მხოლოდ გუნდის დახმარებაზე ფიქრობს. "ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ამ პერიოდის განმავლობაში გვერდში მედგნენ. მათ იციან, რომ ყველანი ადამიანები ვართ და ამის გამო მათ დიდ მადლობას ვუხდი. ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას კლუბისგან".


ინფორმაციის წყარო: Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 29 სექტემბერი 2009
  • 3870
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)