ალონსო: "გუნდის სათამაშო სტილი ჩემთვის კომფორტულია"

ალონსო ფიფა 12-ის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს გაესაუბრა.


"ოზილისა და კაკას ერთად თამაშით გუნდი უფრო მობილური ხდება და შეტევის განვითარების უამრავ ვარიანტს გვაძლევს. მწვრთნელმა ეს ტაქტიკა იაქსთან მატჩში გამოსცადა და ბრწყინვალე შედეგიც მივიღეთ. მატჩის სადავეებს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით და შეტევაში ორგანიზებულად გადავდიოდით, ასეთი თამაშის სტილი ჩემთვის კომფორტულია."

"თავს ბრწყინვალედ ვგრძნობ, სეზონი ახალი დაწყებულია და დახარჯული ენერგიის აღდგენა არ მიჭირს, თუმცა გუნდში უამრავი მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი თამაშობს, რომელსაც ჩემ პოზიციაზე თამაში ბრწყინვალედ შეუძლია, მწვრთნელი ყოველ ჩვენგანს გამოიყენებს, როცა საჭირო იქნება. ერთი საყრდენით თამაში ძალიან რთული იქნება, რადგან ხშირად გვიწევს როგორც შეტევაში გადასვლა ასევე დაცვაში ჩამოსვლა, ვფიქრობ თუ ყველა ფეხბურთელი ჩართული იქნება ამ პროცესში უფრო ეფექტურად ვითამაშებთ."

"ყველაზე გასაკვირი ამ სეზონში რასინგთან მატჩი იყო, სადაც გოლის გატანის მცირე შანსი გვქონდა, გულახდილად რომ ვთქვათ, 100 პროცენტიანი შანსი ფაქტიურად არ გვქონია, აუცილებელია ასეთი მატჩები მალე დავივიწყოთ და იქ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ."

"ხშირად ჟურნალისტები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ამ ბოლო დროს "ჭორაობენ" იმის შესახებ, რომ გასახდელში დაძაბული სიტუაციაა და ფეხბურთელებს შორის განხეთქილებაა, რაც სრული აბსურდია. მადრიდის რეალში ძალიან მეგობრული ატმოსფეროა."

"ყველანი მოუთმენლდ ველით შაჰინის გამოჯანმრთელებას, ვფიქრობ ის კარგად შეეწყობა მადრიდის რეალს. რაც შეეხება გუნდის ახლანდელ მდგომარეობას, მატჩების უმეტესობაში ბევრი საგოლე მომენტი იქმნება, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება გუნდის კომპინაცია, რადგან ბოლომდე შეთამაშებულნი არ ვართ, თუმცა არც ახლა გამოვიყურებით ურიგოდ." dle 10.1

  • SunSay
  • 30 სექტემბერი 2011
  • 2638
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბენზემა 9
2 ხერარდ მორენო 8
3 მესი 8
4 ლორენი 7

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 4 4 0 0 12
2 რეალი 4 2 1 1 7
3 ბრიუგე 4 0 2 2 2
4 გალათასარაი 4 0 1 3 1

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2019 (295)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)
ივნისი 2019 (460)