კაკა: "მადრიდისტების ვალი მაქვს"

კაკა FIFA12-ის პრეზენტაციას დაესწრო, სადაც AS-თან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.


- გულშემატკივრებს ძალიან უყვარხართ. გრძნობთ ამას?

- დიახ, სწორედ ეს სიყვარული მაძლევს ძალას. უნდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ მძიმე მდგომარეობაშიც კი ვგრძნობდი გულშემატკივრების სითბოს და მხარდაჭერას. ბერნაბეუზე იგრძნობა, რომ ძალიან მომთხოვნი ფანები გვყავს, მაგრამ ისინი ყოველთვის მიჭერენ მხარს.

- აიაქსთან მატჩის შემდეგ ფლორენტინოს ესაუბრეთ?

- ის გასახდელის გამოსასვლელთან გველოდებოდა. პრეზიდენტი ყოველთვის შემოდის და ერთი-ორი სიტყვით გვამხნევებს. რთულ მომენტებში ეს ძალიან გვშველის. სამშაბათს ძალიან გახარებული იყო. მე კი მომილოცა და ჩამეხუტა. უამრავი ხმა დადიოდა თითქოს გუნდი ჩემს გაშვებას აპირებდა, ფლორენტინომ კი ეს ნაბიჯი არ გადადგა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

- კლუბიდან წასვლაზე გიფიქრიათ?

- ვილიარეალთან მატჩის შემდეგ მწვრთნელმა მკითხა ვაპირებდი თუ არა კლუბის დატოვებას. რაზეც ვუპასუხე, რომ არ მსურდა გუნდის გამოცვლა, მან კი თანხმობის ნიშნად განაცხადა: "მაშინ არსადაც არ წახვალ". შემდეგ ფლორენტინოსთან ვისაუბრე და მან მითხრა, რომ რეალს ჩემი გაყიდვა არ უნდოდა. შესაბამისად სამეფო კლუბის დატოვებაზე ფიქრის საბაბიც კი არ მქონია.

- თქვენ გრძნობდით, რომ გულშემატკივრების ვალი გქონდათ...

- დიახ, სწორედ ამიტომ არ წავედი რეალიდან. ყველაზე ადვილი წასვლა იქნებოდა, მაგრამ მე მაქვს ოცნება, რომელსაც სამეფო კლუბთან ერთად დიდი წარმატების მიღწევა ჰქვია, აგრეთვე გულშემატკივრებს სითბოსა და სიყვარულისათვის მადლობა უნდა გადავუხადო.

- რაზე ფიქრობდით ყველაზე რთულ პერიოდში?

- ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან კარგი პერიოდი დადგებოდა. პირველ რიგში ფიზიკური კონდიციები უნდა აღმედგინა. ტრავმის შემდეგ სტადიონი ძალიან დიდი მეგონა, ახლა კი ყველაფერი ჩვეულ რითმს უბრუნდება.

- როგორი ატმოსფერო სუფევს გასახდელში?

- შესანიშნავი, გუნდურად თამაში მოგვწონს, ვიცით, რომ ერთად უფრო დიდი ძალა ვართ და თითოეული წარუმატებლობა ამის მაგალითია.

- თქვენი მიზანი მეათე თასია?

- დიახ, რთული იქნება, მაგრამ გვყავს მწვრთნელი და ფეხბურთელები, რომელსაც ძალუძთ ჩემპიონთა ლიგის მოგება. dle 10.1

  • SunSay
  • 29 სექტემბერი 2011
  • 3593
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)