ბრაზილიური ზღაპარი

 
         ბრაზილიაში, კონკრეტულად "ბელუ-ორიზონტის" პროვინციაში, უამრავი ტომი არსებობს, რომელთაც ფეხბურთის არსებობის შესახებაც კი არ სმენიათ, მათ არ იციან, რომ არსებობს "ლა ლიგა", ჩემპიონთა ლიგა, მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა", არ იციან რას ლაპარაკობს მაურინიო კონფერენციებზე, არ უნახავთ თუ რა ვირტუოზულად თამაშობდა ფეხბურთს პელე და ეს ყველაფერი არც აინტერესებთ. ასეთია მათი საზოგადოების ცხოვრების წესი, მაგრამ ეს ტომი იმით არის საინტერესო რომ მათ არ ააქვთ არანაირი რწმენა, არ აღიარებენ არანაირ მაგიას, სულებს ან რაიმე მსგავსს. ამ ტომში სამყაროს თავისებური ხედვა აქვთ, ესპანურად "milagro", და თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა ამას სტატიაშივე, ოდნავ მოოგვიანებით აგიხსნით.


         

ბრაზილიური ზღაპარი


         რეალი ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში სოლიდურ მოწინააღმდეგეს, ოდესღაც დიდ და ძლიერ, ჰოლანდიურ აიაქსს მასპინძლობდა. გუნდს, რომელშიც ოდითგან საოცარი ნიჭის მქონე ფეხბურთელები თამაშობდნენ და თავიანთ სახელს აიაქსში დარჩენითაც ინარჩუნებდნენ, მაგრამ გუშინ აიაქსი არ იყო ის გუნდი, რომელიც ოდესღაც, სავსებით დამსახურებულად, ევროპულ გრანდად იწოდებოდა. გუშინდელი აიაქსი უფრო მეტად მებრძოლ, მაგრამ უსუსურ გუნდს წააგავდა.
         

ბრაზილიური ზღაპარი


         აიაქსმა თამაში დამაჯერებლად დაიწყო, თავიდანვე გამოაჩინა, რომ მოსაგებად და თავიანთი თამაშს მოსახვევად იყო ჩამოსული . ამსტერდამელი ფეხბურთელები რათქმაუნდა საქმის კურსში იყვნენ, რომ თეთრების კონდიციები იდეალურისგან შორს არის და პირველივე წამებიდან დაიწყეს აქტიური პრესინგი, შეტევაში თამაში და თამაშის გამწვავება. როცა აიაქსის შეტევები საჯარიმოსთან მოდიოდა, ბლანკოსის დაცვაში არეულობა სუფევდა, მაგრამ ბატონი ჩაბი, მცველების დასახმარებლად ჩამოდიოდა და რაინდულ გამძლეობას გადასცემდა მადრიდელ დამცველებს. საოცრად ნერვიულობდა ვარანი და ეს ყველაფერი საოცრად იგრძნობოდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველი წამის შემდეგ ვარანი თავისი თავის რწმენას იმატებდა და ზუსტად თამაშის ბოლოსკენ მიაღწია პიკს, როდესაც ბრწინვალე ვარდნით ააცალა ბურთი ფეხიდან აიაქსის თავდამსხმელს. დაკვირვებული მაყურებელი აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას კასილასის ჯესტიკულაციებს და მითითებებს ვარანის მისამართით. კასილასი გამოხატავდა უკმაყოფილებას კარვალიოზე, რომელსაც არ უნდა დაეტოვებინა მარტო უკან ახალგაზრდა ვარანი. სავარაუდოდ მაურინიო გეგმავდა, რომ ზუსტად კარვალიო უკარნახებდა ვარანს რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ ახალგაზრდა ფრანგმა ნათლად გამოხატა, რომ ზიდანი ტყუილად რეკომენდაციას არავის უწევს. არ გამოვრიცხავდი, რომ შესაძლოა რაფაელ ვარანი გახდეს მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი, საკმარისია გავიხსენოთ სერხიო რამოსის მადრიდში გადმობარგება, მისი ასაკი და მისი მომავალი წარმატებები, რომ უნებურად იწყებ პარალელების გავლებას ამ ორ მცველს შორის.
         
         
ბრაზილიური ზღაპარი


         მაგრამ მთავარი ამ მატჩში იყო სხვა რამ. მთავარი იყო ის, რომ რიკარდო კაკა, მატჩიდან მატჩამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს, აუმჯობესებს საოცრად მაღალი ტემპით. რიკი მოედანზე იწყებს თავის ჩვეულ ბრაზილიურ სტილში თამაშს, მისი ბრწყინვალე ტექნიკური არსენალი, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები უფრო მეტად და მეტად გხიბლავს. უნიკალური ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის სჯეროდა სასწაულის, უბრალო სასწაულის, რომლის მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ უდიდესი შრომისმოყვარეობით და საკუთარი თავის რწმენით. ზუსტად როგორც "სასწაული" ითარგმენება სიტყვა "milagro" ამ პატარა ტომში, სადაც ყველას აქვს ერთმანეთის რწმენა და სიყვარული. სასწაულის არსი ჩვენშია, უბრალოდ კი არ უნდა ელოდო, არამედ უნდა გაანთავისუფლო...
         
         

ბრაზილიური ზღაპარი
dle 10.1

  • khmala
  • 29 სექტემბერი 2011
  • 2974
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (241)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)