Bwin-მა და "რეალმა" 2013 წლამდე გააფორმეს კონტრაქტი

"სანტიაგო ბერნაბეუზე" დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. "სამეფო კლუბმა" საბუკმეკერო კანტორა Bwin-თან გაახანგრძლივა კონტრაქტი, რომელიც გათვლილია 2013 წლამდე.


არავის სურდა ამ მნიშვნელოვანი ცერემონიის გამოტოვება. დღეიდან ეს ლოგო მადრიდელთა მაისურებს 2013 წლამდე დაამშვენებს. ცერემონიაზე გახლდათ ფლორენტინო პერესი. მასთან ერთად იყვნენ გენერალური დირექტორი ხორხე ვალდანო და სპორტული დირექტორი მიგელ პარდესა. ასევე მათ ახლდნენ გუნდის კაპიტანი რაული, ვიცე–კაპიტნები კასილასი, გუტი და სერხიო რამოსი, ხოლო Bwin-ი წარმოადგინა მანფრედ ბოდნერმა.

სიტყვით გამოსვლის და სარეკლამო ვიდეოს ჩვენების შემდეგ განცხადება გააკეთა ფლორენტინო პერესმა: "დიდი პატივია, როცა ჩვენი სპონსორი Bwin-ია, რომელიც აფასებს სპორტს მთელ მსოფლიოში და პოპულარულს ხდის "რეალს" მსოფლიო მასშტაბით". შემდეგ განცხადება გააკეთა ბოდნერმა: "საამაყოა, როცა "რეალთან" თანამშრომლობ. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვერგო პატივი ასეთ კლუბთან გვეთანამშრომლა. ორივე მხარეს შორის არის შეთანხმება".

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ისინი თვლიან, რომ "რეალი" მოიგებს ჩემპიონთა ლიგას 2013 წლამდე. სწორედ ანალოგიური განცხადებები გააკეთეს ფეხბურთელებმაც. გუტის თქმით, ეს მისთვის დამატებითი მოტივაციაა. მისთვის საამაყო იქნება ჩემპიონთა ლიგის მოგება მადრიდელი გულშემატკივრის წინაშე. კასილასს სურს ისევ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. "ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ჩემპიონთა ლიგას მოიგებ. მე ვიყავი ძალიან ახალგაზრდა, როცა ეს ტურნირი მოვიგე. ეს იყო დაუვიწყარი". ამ ოთხი ფეხბურთელიდან ჩემპიონთა ლიგა მხოლოდ სერხიო რამოსს არ აქვს მოგებული. მას სურს, რომ გუნდმა კარგად ითამაშოს და ყველა მატჩი მოიგოს. რაულის აზრით, კი ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რათა გუნდმა შეძლოს და მოიგოს ჩემპიონთა ლიგა.


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com dle 10.1

  • faqo
  • 29 სექტემბერი 2009
  • 5124
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)