ერიკსენი:"ჩვენ გაცილებით ძლიერები ვართ"

ამსტერდამის "აიაქსის" შემტევმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიკსენმა განაცხადა, რომ წინა წელთან შედარებით გუნდი ორმაგად ძლიერია.


"ჩვენ ძალზედ მოტივირებულნი ვართ, ვინაიდან წინა წელს ორ გამართულ შეხვედრაში სამარცხვინოდ დავმარცდით, რის გამოც ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამტკიცებთ, რომ "რეალის" არენაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი არაა".

"რა თქმა უნდა გვინდა, რომ ჯგუფური ეტაპიდან გავიდეთ, ამისათვის კი ყველა მეტოქესთან კარგად უნდა ვითამაშოთ და საჭირო ქულები მოვიპოვოთ, მაგრამ ამის გაკეთება არცერთი გუნდისთვის ადვილი არაა".

"იმაში ორი აზრი არ არსებობს, რომ "ლოს ბლანკოსი" ლიგის ერთ–ერთი მთავარი ფავორიტია. წინა სეზონისგან განსხვავებით, ჩვენ ორმაგად ძლიერები ვართ, ეს ნათლად ჩანს "ერადივიზიონშიც". შეტევა საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობს და ახერხებს კიდეც მრავალი გოლების გატანას, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა გოლს ვუშვებთ საკუთარ კარში".

"ცხადია მეორე ნომრად ვითამაშებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქტიურები არ ვიქნებით. მწვრთნელმა კარგად იცის, თუ რას წამოადგენს "სამეფო" კლუბი. სწორედ ამიტომ, მან განსაკუთრებული ტაქტიკა შეუმუშავა, რათა "აიაქსმა" შესძლოს მეტოქესთან გამკვლავება".

ინფორმაციის წყარო: As.com dle 10.1

  • tata
  • 27 სექტემბერი 2011
  • 1984
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)