"კასტილია" ფრეს დასჯერდა

განვლილ უქმეებზე, მორიგი ტური გაიმართა სეგუნდა ბ-ში, სადაც სამეფო კლუბის სარეზერვო გუნდი ასპარეზობს.


ამჯერად, ალბერტო ტორილის "კასტილიას," მეჩვიდმეტე ადგილოსან "მონტანიეროსთან" მოუწია სტუმრად თამაში.სამწუხაროდ, ახალგაზრდა მადრიდელებმა (რომლდებიც აღნიშნულ ტურამე მეორე ადგილზე იმყოფებოდნენ) 3 ქულის წამოღება ვერ მოახერხეს.

"თეთრებთა" დამრიგებელმა, შეგირდები 4-3-3 წყობით განათავსა მოედანზე.ნახევარდაცვის ფრთებზე ხუანფრანი და ომარი ცდილობდნენ იერიშების წამოწყებას, ხოლო ცენტრში ალექსი იყო გამაგრებული.რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, იქ ერთდროულად ოსკარ პლანო, ხოსელუ და მორატა ცდილობდნენ მეტოქის გოლკიპერის შეწუხებას.

აღსანიშნავია, რომ თამაში კასტილიელთათვის არასახარბიელოდ დაიწყო, რამეთუ მე-7 წუთზე ტრავმა მიიღო მეკარე ხესუსმა.ეს უკანასკნელი საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.საბედნიეროდ, ახალგაზრდა კარის დარაჯის დაზიანება ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორსაც ვარაუდობდნენ.

რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას, გუნდები უფრო უშეღავათო ბრძოლით გამოირჩედოდნენ, ვიდრე საგოლე ეპიზოდების შექმნით."რეალის კანტერანოსებმა" ანგარიშის გახსნა 34-ე წუთზე მოახერხეს.ხორხე კასადოს გარღვევასა და გადაცემას, ხოსელუს გოლი მოჰყვა.ნიშანდობლივია, რომ ამის შემდეგ ხოსელუს კიდევ ჰქონდა შანსი თავის გამოჩენისა, მაგრამ ქარს გაატანა, რითიც ისარგებლეს მასპინძლებმა და 74-ე წუთზე წონასწორობა აღადგინეს.საბოლოოდ, მატჩი ყაიმით დასრულდა.

ამრიგად, კასტილიელებმა 12 ქულა მოაგროვეს და სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ (მესამე ადგილი).

"კასტილიის" შემადგენლობა "მონტანიეროს" წინააღმდეგ: ხესუსი (ისააკი 7'), დანი კარვახალი, ნაჩო ფერნანდესი, ივანი, ხორხე კასადო, ხუანფრანი (მარტინესი 63'), ალექს ფერნანდესი, ომარ გონსალესი, ოსკარ პლანო (ხესე 63'), ხოსელუ & ალვარო მორატა.

შემდეგი თამაში, 2 ოქტომბერს, "ლა როდას" წინააღმდეგ.

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)