მადრიდის რეალი თუ ბარსელონა? ვინ იქნება პირველი?

ქრისტეს შობიდან 2009–2010 წლები , ესპანეთი, ლა ლიგა....


ორი მოსისხლე მტრები– ბარსელონა და მადრიდის რეალი– ერთმანეთის წინააღმდეგ. ბრძოლა ბოლომდე, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, ვის დარჩება გამარჯვება? ვინ იქნება ბოლოს პირველზე? მოსაზრებები სხვადასხვა ბანაკში განსხვავებულია. ბარსა ფიქრობს, რომ გააგრძელებს გამარჯვებების სერიას, რეალი კი ცდილობს შეწყვიტოს დამარცხებულის როლში ყოფნა... რა მოხდება?... ჯერ არავინ იცის... ვერც ვერავინ გაიგებს მინიმუმ 2010 წლის მარტამდე, იქნებ თებერვლამდე... იქნებ უფრო ადრეც... ვნახოთ.. ფაქტი ერთია... ორივე იბრძოლებს, მაგრამ ბოლოს ერთი მაინც პირველზე გავა, ხოლო მეორეს ბრძოლა კი აზრდაკარგულად ჩაითვლება, ჩაითვლება იმ მარტივი მიზეზით, რომ დამარცხებულებს არ იხსენებენ , ახსოვთ გამარჯვებულები... ცუდია, მაგრამ ფაქტია... მაინც ვინ?

ფაქტია, რომ ლა ლიგაში წელს მითუმეტეს ნორმალური არაფერია, ეს "არანორმალურობის" სამყაროა, სამყარო, სადაც ბურთს სუპერ ვარსკვლავები აგორებენ , სამყარო სახელად "ვარსკვლავთა ლიგა". ამ სამყაროში ორი კლუბი ბარსელონა და მადრიდის რეალი პირველ ადგილს არ თმობენ. თითქმის ყოველკვირა იცვლება პირველ ადგილოსანი. წინათ ბარსელონა იყო, ეხლა მადრიდის რეალია.

დიახ მეგობრებო, საქმე ბარსელონასა და მადრიდის რეალს ეხება , ესპანეთის ლა ლიგის წყალსა და ცეცხლს, სილამაზესა და მშვენიერებას , სიტკბოებას და სიმწარეს , მოკლედ ყველაფერს ერთად და ცალ–ცაკე აღებულს... მაგრამ მიუხედავად ამისა, ალბათ ყველა კარგად ხვდებით, რომ ორივე მათგანს არ შეუძლია წარმატების ერთდროულად მიღწევა, სეზონის ბოლოს ერთი სიხარულით მეცხრე ცაზე იქნება, მაშინ როცა მეორე სიმწრით, თუ სხვა მიზეზთა გამო "ჯოჯოხეთისკენ" მიმავალ გზას გაუყვება მინიმუმ სამი თვით... იმ გზას გაუყვება, რომლის ბოლოსაც თვალისმომჭრელად ანათებს კრიტიკის ქარცეცხლი, სადაც მათ მოუწევთ გავლა...გზა, სადაც ბევრს გაწამებენ ,დაგქვავენ და ჯვარს გაცმევენ, თან ისე, რომ შენ ვერაფერს იტყვი, შეიძლება კიდეც თქვა, მაგრამ ამის უფლებას არც მოგცემენ ... ერთზე ბევრს იტყვიან და დაწერენ საქებარ სიტყვებს, მაშინ როცა , მეორეს , ვითარც, ჩვენებურად, თემიდან მოკვეთილს, სამი თვით "განდევნიან" საფეხბურთო სამყაროდან... ეს უკანასკნელი კი არცერთ მათგანს არ აწყობს...

99%–ით (ის ერთი პროცენტი ისე დავტოვოთ სასხვათაშორისოდ) დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი კლუბი გაიყოფს ლა ლიგის პირველ–მეორე ადგილს, მაგრამ კმაყოფილი მხოლოდ ერთი დარჩება , სწორედ ის ერთი გააგრძელებს ლაღად ფეხბურთის თამაშს, ისეთივე სილაღითა და სიხარულით, როგორი სიხარულითაც ძინავს ადამიანს რბილ ლოგინში, ხოლო რაც შეეხება მეორეს, იგი ჩაიძირება მსოფლიოს უკიდეგანო კრიზისის სივრცეში. არამარტო ფულის მხრივ, არამედ ყველანაირად...

ეს ის კლუბებია, რომელთაც ერთნაირი ამბიციები აქვთ, მათ ამბიციებს კი ბარსას რიგებში ლიონელ მესის თამაში ასხამს ფრთებს, მაშინ როცა მადრიდის რეალში ანალოგიურს კრიშტიანო რონალდუ აკეთებს, ორივე მათგანს ხუთ–ხუთი გოლი აქვთ გატანილი, ორივე მათგანმა თითქმის მიახლოებული გოლები გაიტანეს.

მადრიდის რეალი თუ ბარსელონა? ვინ იქნება პირველი?მადრიდის რეალი თუ ბარსელონა? ვინ იქნება პირველი?

ორივე კლუბმა ხუთიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, ორივეს მეტოქეთა კარები 16–ჯერ აქვთ აღებული, ერთადერთი რამ რაც ამ ეტაპზე განსხავებული აქვთ, ესაა საკუთარ კარში მიღებული გოლები, მადრიდელებს ერთით ნაკლები აქვთ გაშვებული, მაგრამ ესეც , როგორც ბევრი რამ ამ ორ კლუბთან მიმართებაში დროებითია... ერთნაირი სიტუაციაა ორივე კლუბის აღმასრულებელ ორგანოებში, ორივე პრეზიდენტი მოხარულია საკუთარი კლუბის წარმატებებით და დარწმუნებულნი არიან საკუთარ ძალებში... თითოეულ მათგანს სჯერა, რომ სეზონის ბოლოს მათი კლუბი აწევს ლა ლიგის და არა მარტო, თასს. თითოეული მათგანი ამა თუ იმ ოფიციალურ/არაოფიციალურ შეხვედრებში მხოლოდ იღიმის, მათ სახეზე ვერ ნახავტ მწუხარების ვერც ერთ ნაკვთს...

ფაქტი ერთია, თუ ორივე მათგანმა ასეთი ტემპით გააგრძელა თამაში, მაშინ მათი შემჩერებლები არავინ იქნება, არავინ იქნება პირველ ეტაპზე 28 ნოემბრის მოსვლამდე, იმ დღემდე, როცა ცნობილი ელ კლასიკო შედგება, ელ კლასიკო, რომელმაც შეიძლება ერთადერთი დამარცხება მთლიან სეზონში აწვნიოს ორიდან ერთ–ერთს , შეიძლება საერთოდაც ფრედ მორჩეს, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია და ვნახოთ...

მადრიდის რეალი თუ ბარსელონა? ვინ იქნება პირველი?მადრიდის რეალი თუ ბარსელონა? ვინ იქნება პირველი?

პირველი სერიოზული გამოცდის ჩაბარება მადრიდისტებს მოუწევთ, ისინი ლა ლიგის ეგიდით შემდეგ ტურში სევილიას სტუმრობენ და ალბათ მაშინ კიდევ ერთხელ შეიცვლება სატურნირო ცხრილი ან მადრიდის რეალის ან კიდევ ბარსელონას სასარგებლოდ. რაც შეეხება ბარსელონას, მისი პირველი რთული გამოცდა იქნება მესტალიაზე დევიდ ვილასა და ვალენსიას წინააღმდეგ თამაში, რაც ალბათ კიდევ ერთხელ იმიქომედებს ცხრილში კლუბების განლაგებებზე....

მადრიდი, ბარსელონა, რონალდუ, ზლატან იბრაგიმოვიჩი ეს იმათი ჩამონათვალია, რომლებმაც სეზონი ბრწყინვალე სტარტით გახსნეს. თითოეული ბარსას ქომაგისთვის, ისევე , როგორც მადრიდისტებისთვის ალბათ სასიხარულოა იმის ნახვა, თუ როგორ ამატებს მათი კლუბი სამ ქულას სამ ქულაზე, მაგრამ გარე თვალისთვის ეს ცოტა არ იყოს უცნაური სანახავია, მაგრამ როგორც თავიდანვე ვთქვით, ეს ხომ "არანორმალური", "არაჩვეულებრივი" სამყაროა , სადაც "უცნაური/უჩვეულო" ამბები არავის გაუკვირდება.

პელეგრინისა და გუარდიოლას სერიოზული გამოცდა? მაშინ, როცა მათი გზები პირველად გადაიკვეთება. გადაიკვეთება არა ისე ჩვეულებრივად, როგორც საერთოდ, არა? პირიქით, განსხვავებულად, მილიონობით გულშემატკივრის თვალი სტადიონისკენ, ტელევიზორისკენ და იქითკენ , სადაც თამაშს ნახავენ, ათიათასობით ტელე/რადიო ჟუნრალისტები, ჟურნალ–გაზეთებისა და ინტერნეტ–გამომცემლების ათასნაირად და გადასხვაფერებულად დაწერილი "სკანდალური" სტატიები, მოსაზრებები , ფიქრები და წინასწარ განჭვრეტის ცდები... დღე , როცა ერთ–ერთის ვარსკვლავს პირველად "ჩაასვენებენ", ხოლო მეორისას კი ორმაგი ბრჭყვიალებით ააკიაფებენ საფეხბურთო სამყაროს ცაზე.








P.S. ქეთუშ, ვიცი აქ შემოდიხარ ხოლმე და ისიც ვიცი რაოდენ დიდია შენი მადრიდის რეალისადმი "სიყვარული" ამიტომ ეს სტატია შენ ... 026 dle 10.1

  • shvela
  • 28 სექტემბერი 2009
  • 3478
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)