"მოურინიოსი გვჯერა"

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა...


გუნდი და ჟოზე:
"ჩვენ ბოლომდე ვენდობით ჟოზე მოურინიოსა და მთლიანად მადრიდის "რეალს". მინდა ავღნიშნო, რომ პორტუგალიელმა შესანიშნავი ატმოსფერო შემოიტანა გუნდში და მადრიდიზმი კიდევ უფრო გაზარდა. ამ კაცით, ყველა ბედნიერია, მათ შორის სამეფო კლუბის ყველა ფეხბურთელიც".

ახალწვეულები:

"ამ ზაფხულს, ჩვენ ძალიან კარგი მოთამაშეები შევიძინეთ და გუნდს შევმატეთ ახალი სისხლი. ნური შაჰინი ბუნდეს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ყველა ელის მის დებიუტს. ასევე, ძალიან მინდა ჰამით ალტინტოპის მოედანზე ხილვა. ხოსე კალეხონი ერთ-ერთი უსწრაფესია ლა ლიგაში, ხოლო ფაბიო კოენტრაო კი უნივერსალია".

ბრწყინვალება:
"გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ეს ბიჭები ნამდვილად ალამაზებენ სპორტის ამ უნიკალურ სახეობას. სწორ გზას ვადგავართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მეათედ დავეუფლოთ ჩემპიონთა ლიგის თასს".

სამეფო თასი:
"გასულ წელს, სწორედ სამეფო თასის ფინალი იყო ჩვენი შესაძლებლობების პიკი. "ვალენსიაში" 20 000 მადრიდისტას წინაშე, "ბარსელონა" დავამარცხეთ და კოპა დელ რეის დავეუფლეთ".

ახალწვეულები საკალათბურთო გუნდში:
"პოციუსი, კეროლი და რუდი ფერნანდესი შესანიშნავი მოთამაშეები არიან და მჯერა, რომ ისინი გუნდს გამოადგებიან".

Realmadrid.com
"ჩვენმა ოფიციალურმა საიტმა გასულ წელს რეკორდი დაამხო. აპრილის თვეში, საიტს 15 000 000 ზე მეტი ადამიანი ესტურმა".

პრესა:
"რეალი ყველაზე პოპულარულია ინტერნეტ-სივრცეში, რაც ძალიან კარგია".

მადრიდის "რეალის" ფონდი:
"ჩვენი ფონდი აგრძელებს სხვადასხვა ქვეყნებში სკოლების გახსნასა და ქველმოქმედებას".

ტრადიციული საქმიანობა:
"მადრიდის "რეალი" აგრძელებს ტრადიციულ საქმიანობებს და ისევ ეწევა ქველმოქმედებას".


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)