"რეალი" 6-2 "რაიო"

სულ ახლახანს დასრულდა მატჩი "რეალსა" და "რაიო ვალეკანოს" შორის, რომელიც "ბლანკოსების" გამარჯვებით 6-2 დასრულდა...


1' მატჩი მეთექვსმეტე წამზე მიკუმ სტუმრები დააწინაურა, თუმცა მანამდე უნდა აღინიშნოს ლასანა დიარას, შემდეგ იკერ კასილასისა და მცველების შეცდომა...

39' მადრიდისტების ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს რიკარდო კაკამ რონალდო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. პორტუგალიელმაც მახვილი კუთხიდან კარგად დაარტყა და მეკარეს ფეხებს შორის გაუძვრინა, თუმცა "რაიოს" კიპერმა აშკარა შეცდომა დაუშვა...

45' პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გონსალო იგუაინმა წინ გაიყვანა "რეალი", თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა. პასის მიწოდების მომენტში სერხიო რამოსი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა...

51' კაკას წაქცევის გამო "რაიოს" კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. რა თქმა უნდა, რონალდომ თავის თავზე აიღო პენალტის დარტყმა და უზადოდაც შეასრულა...

54' ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს "რეალის" საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მიკუმ ბურთი კარში გადაგზავნა. კასილასმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ როგორც განმეორებაზე აღმოჩნდა კარის ხაზი უკვე გადაკვეთილი იყო...

67' საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ახალგაზრდა რაფაელ ვარანემ ძალზედ ეფექტური დარტყმით ბურთი კარის ბადეში გაჰხვია. ეს მისი პირველი გოლი იყო მადრიდის "რეალში"...

73' კონტრშეტევის დროს მესუთ ოზილმა ქარიმ ბენზემას შესანიშნავი პასი გაუკეთა, ფრანგმაც საჯარიმოს მისადგომებიდან ერთი შეხებით დაარტყა და მეკარეს შორეულ მარცხენა კუთხეში გაუტანა...

83' კრიშტიანო რონალდო მეკარესთან პირისპირ დარჩა, პორტუგალიელმა მისი მოტყუება შეძლო, თუმცა მის "რაიოს" კიპერმა იფგი ხელით დაიჭირა. რა თქმა უნდა, თერთმეტმეტრიანი კვლავ რონალდომ დაარტყა და საბოლოო ანგარიში 6-2 დააფიქსირა...


dle 10.1

  • wishmaster
  • 25 სექტემბერი 2011
  • 6291
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)