მოურინიოს პრესკონფერენცია

ჟოზე მოურინიო, "რასინგთან" ვერ მოგებული მატჩის შემდეგ, პრესასთან წარსდგა...


"მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, თუმცა არ გაგვიმართლა. "რასინგი" მთელი შეხვედრა დაცვაში გვეთამაშებოდა და ძალიან რთული აღმოჩნდა მათი გატეხვა. შეგვეძლო მეტოქე გუნდის კარის აღება, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ".

"რა თქმა უნდა ეს არ იყო საუკეთესო მატჩი ჩვენი შესრულებით და მინდა გითხრათ, რომ ძალიან უცნაური ტაქტიკის შემოტანა მომიხდა. ბოლო წუთებზე, პრაქტიკულად ორი ნომინალური მცველით დავრჩით და მინდა აღვნიშნო ხაბი ალონსოს ძალიან კარგი თამაში და მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მან არ მისცა მოწინააღმდეგეებს კონტრ-შეტევების წარმართვის უფლება. ესპანელის წინ, თავისუფალ მოთამაშედ შევიყვანე კაკა, ხოლო ბენზემა და იგუაინი კარის აღებას სცდილობდნენ".

"ამ მატჩის ვერ მოგება, ძალიან ბევრი მიზეზით არის განპირობებული. ჩვენ არ ვიყავით იმ ფორმაში, რომ გაგვეტეხა ასეთი კარგი გუნდი. ასევე უდნა ავღნიშნო, რომ მაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც ძალიან დამეხმარებოდნენ".

"უნდა აღინიშნოს, რომ "რასინგთან" უფრო კარგად ვითამაშეთ, ვიდრე "ლევანტესთან". ვაღაირებ, რომ დაუშვებელია 5 ქულის ასე გაფლანგვა, თუმცა "ბარსელონა" ძალიან ცოტათი გვისწრებს და არა 30 ქულით და მთავარიც ესაა".

"ბოლო სამ თამაშში 1 გოლი გავიტანეთ და იმედია ეს ყველაფერი დასრულდება. შევეცდებით, მომდევნო მატჩში, ბევრი გოლები გავიტანოთ" - დაასრულა ჟოზემ.



წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (325)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)