მოურინიო: "თამაშის შანსს ყველა მიიღებს"

სანტანდერში გასამართი თამაშის წინ, ჟოზე მოურინიო პრესის წინაშე წარსდგა.


"სანტანდერში სამ ფეხბურთელს მოვისაკლისებთ, რაც იმის მანიშნებელია, რომ სასტარტოში გამოჩნდებიან მოთამაშეები, რომლებიც წინა შეხვედრებში ძირითადში არ იყვნენ.მინდა აღვნიშნო, რომ ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.21 ფეხბურთელი მუდამ მზადყოფნაშია.თამაშის შანსს ყველა მიიღებს, თუმცა მთავარია როგორ გამოიყენებენ."

"ჩვენ გვქონდა საკმარისი დრო, რათა ანალიზი გაგვეკეთებია ვალენსიასში განცდილი მარცხისთვის.ახლა "რასინგზე" ვართ გადართულნი."

"მეორე წაგება საშინელება იქნება.კიდევ ერთხელ სამი ქულის დაკარგვა დაუშვებელია.მიუხედავად იმისა, რომ სეზონი საკმაოდ გრძელია, ამ ეტაპზე 6 ქულის წყალში ჩაყრა, ძალიან საწყენი იქნება."

"მე მჯერა იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც ნაყოფიერად ვარჯიშობენ, რომლებიც ოპტიმალურ ფორმაში არიან და რომლებიც ყველანაირი თვალსაზრისით მზად არიან მოედანზე გამოსასვლელად.მეორე საკითხია ის, რომ "ხეტაფესთან" თამაშის შემდეგ 3 დღე გვქონდა მოსამზადებლად "დინამოსთან" საპაექროდ და ასევე მხოლოდ 3 დღე ვვარჯიშობიდთ "ლევანტესთან" დაპირისპირებამდე."

"ვფიქრობ, ხედირა იქნება ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც მსგავს სიტუაციაში ხაფანგზე წამოეგო.ის მშვიდი მოთამაშეა და თამაშის დროს არ ახასიათებს კონფლიქტში შესვლა, თუმცა ვალენსიაში სხვაგვარი სამი ვიხილეთ.სიმართლე გითხრათ, არ მწყენია რომ დისკვალიფიკაცია აქვს, რამეთუ მეორედ აღარ გაიმეორებს."

"გამუდმებით მიწევს არბიტრებზე საუბარი.მსაჯებმა უნდა მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება მომხდართან დაკავშირებით.არ მესმის, რატომ დაამთავრა "რეალმა" თამაში 10 კაცით, ხოლო "დინამომ" 11 კაცით.აღარ მინდა ერთი და იმავეზე საუბარი, მითუმეტეს წაგებული შეხვედრის შემდეგ." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)