"ლა ლიგის" მეოთხე ტური - დღე პირველი

გუშინ "პრიმერაში" რამდენიმე შეხვედრა გაიმართა...


"გრანადა" 1-0 "ვილეარეალი"


ახალწვეულმა "გრანადამ" "ლა ლიგაში" პირველი მატჩი მოიგო და პირველი სერიოზული სენსაცია დააფიქსირა. მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა "ყვითლებსაც" ჰქონდათ რამდენიმე შანსი გოლის გატანისა. საბოლოოდ მეორე ტაიმის დასაწყისში უჩემ ანგარიში გახსნა თავური დარტყმით. უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის 79-ე წუთზე ჯუზეპე როსიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. მაგრამ ისიც უნდა დავამატოთ, რომ მსაჯი შეცდა, ნილმარს მცველი არც შეხებია და სამართლიანობაც აღდგა. ამ დამარცხებით "ვილეარეალი" 18 პოზიციაზე დამკვიდრდა, ხოლო "გრანადა" 11-ზე.




"მალიორკა" 0-1 "მალაგა"


მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა სტუმრები ოდნავ უპირატესობას ფლობდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს კაზორლას საჯარიმოში ჩაოდებულ ბურთს კასერესი დაუხვდა თავით და საკუთარ კარში ჩაჭრა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა მიუხედავად ბევრი მცდელობისა ორივე გუნდის მხრიდან. ამ გამარჯვებით "მალაგამ" მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "მალიორკამ" მეათეზე.




"სპორტინგი" 0-1 "ვალენსია"


"ღამურები" განაგრძობენ გამარჯვებათა სერიას. ამჯერად მათი მსხვერპლი "სპორტინგი" აღმოჩნდა. ხიხონელების კარში მართალია ერთადერთი, მაგრამ გამარჯვების მომტანი გოლი გავიდა. ვინ გაიტანდა გოლს თუ არა რობერტო სოლდადო. ეს ყველაფერი 30-ე წუთზე მოხდა. მეორე ტაიმში გუნდებს მომენტები ჰქონდათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამ გამარჯვებით "ვალენსიას" ცხრილის სათავეში მოექცა 9 ქულით, ხოლო "სპორტინგი" ბოლო ადგილზე დარჩა 0 ქულით.




"ბარსელონა" 8-0 "ოსასუნა"


კატალონიელებმა პამპლონელებს გადაუარეს - სრული ამ სიტყვის მნიშნელობით. გოლების აღწერა რომ დავიწყო, ალბათ დიდი დრო დამჭირდება და სჯობს პირდაპირ ვთქვა, დანარჩენი კი ვიდეოში იხილეთ - ჰეტ-ტრიკი მესიმ, ხოლო დუბლი ვილამ შეასრულა, თითო-თითო გაიტანეს ხავიმ და ფაბრეგასმა, ხოლო ერთიც როვერსიომ ჩაჭრა საკუთარ კარში. ამ გამარჯვებით "ბლაუგრანამ" მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო "ოსასუნა" მერვე ადგილზე დამკვიდრდა.




"სევილია" 1-0 "სოსიედადი"


მატჩი დაზაბულად მიმდინარეობდა. ორივე გუნდს ბლომად ჰქონდა საგოლე მომენტები, თუმცა პირველი ტაიმში გუნდები უგოლო ფრით გაიყარნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში და კანუტემ შესანიშნავი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა და ანდალუსიელებს მინიმალური ანგარიშით გაამრჯვებინა. "სევილია" ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო "სოსიედადი" მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.




გუშინდელი შეხვედრების შემდეგ სატურნირო ცხრილი შემდეგნაირად გამოიყურება:


"ლა ლიგის" მეოთხე ტური - დღე პირველი

დღეს გაიმართება დარჩენილი შეხვედრები:

"ხეტაფე" - "რაიო ვალეკანო" - უკვე დაწყებულია

"სარაგოსა" - "ესპანიოლი" - 18:00

"ატლეტიკო" - "რასინგი" - 20:00

"ლევნატე" - "რეალი" - 22:00

"ატლეტიკი" - "ბეტისი" 24:00
dle 10.1

  • wishmaster
  • 18 სექტემბერი 2011
  • 1887

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)