არბელოა : "თითოეული შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია"

მადრიდის "რეალის" ესპანელმა მოთამაშებ, ალვარო არბელოამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა...


გუნდმა ხორვატიაში წარმატებას მიაღწია, მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" მოთამაშეები ბედნიერებას ვერ მალავდნენ...

მართალი ხართ, ზაგრებთან შეხვედრა არც ისე იოლი იყო და ჩვენ ეს ვიცოდით, 0-1 გამარჯვება საკმაოდ დამაკმაყოფილებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ, მეტს არ ველოდით, მთავარია კარგი სტარტი ავიღეთ და დარწმუნებული ვარ კურსს არ გადავუხვევთ.

მოურინიოს დისკვალიფიკაციის გამო მატჩების გამოტოვება უწევს, ეს დაღს ასვამს გუნდს?

უშუალოდ თამაშის დროს ჟოზე ბევრ რჩევა-დარიგებას გვაძლევს, რომელსაც ვითვალისწინებთ და ხშირ შემთხვევაში წარმატებას ვაღწევთ, რა თქმა უნდა რთულია, როდესაც მთავარი მწვრთნელი სათადარიგოთა სკამს მოწყვეტილია, მაგრამ აიტორ კარანკა ჟოზეს დავალებებს ბრწყინვალედ ასრულებდა და იგი გუნდს ძალიან კარგად გაუძღვა.

დი მარიამ ულამაზესი გოლის გატანა შეძლო...

რთულია არ დაგეთანხმოთ, არგენტინელმა მართლაც ლამაზი გოლი გაიტანა, ბევრმა კრიტიკოსმა ამ ყველაფერს და საერთოდ "რეალის" მოგებას შემთხვევითი უწოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მათი აზრია, ანხელმა მართლაც ბრწყინვალედ ითამაშა და ულამაზესად დალაშქრა მეტოქის კარი, არგენტინელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უდიდესი პერსპექტივის მქონე მოთამაშეა.

რა იქნება პრიორიტეტული ამ სეზონში?

რაღა თქმა უნდა ჩემპიონატების მოგება და მაღალი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება. ყოველთვის მოგებაზე ვართ ორიენტირებულნი, რადგან თითოეულ შეხვედრას დიდი ფასი აქვს, 3 ქულა თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჯამში სწორედ ამავე რაოდენობის მონაგარი წყვეტს ყველაფერს.

ლა ლიგის სტარტი კარგი გამოგივიდათ, ჟოზეს განცხადებით "ბლანკოსი" ვალდებულია პირველი 10 შეხვედრა მოიგოს...

ალვარო არბელოა კი ვაცხადებ, რომ ვალდებულნი ვართ ყველა მატჩი მოვიგოთ, რათა გავახაროთ გულშემატკივრები და მოვიპოვოთ ჩემპიონობა.

ბარსელონა თამაშს თამაშზე აფუჭებს, როგორ ფიქრობთ გვარდიოლამ რამე უნდა შეცვალოს?

პატარ-პატარა ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს და არ ვთვლი, რომ კატალონიელთა ეპოქა წარსულს ჩაბარდა, უბრალოდ მათ არ გაუმართლათ, გვარდიოლას ბრწყინვალე კოლექტივი ჰყავს, ხოლო რას შეცვლის და რას არა, ეს მისი საქმეა და არა ჩემი, მე მხოლოდ "რეალის" ღირსების დაცვა მევალება.

მადრიდის "რეალი" ახლა უფრო ძლიერია თუ შარშან?

ვგონებ, შარშანდელ გუნდსა და წლევანდელს შორის უდიდესი სხვაობაა არა იმიტომ, რომ ახალი ფეხბურთელები დაგვემატნენ, არამედ იმიტომ, რომ ჟოზესთან ერთად უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, მან უკვე დანერგა საკუთარი ფილოსოფია, რომელსაც მთელი კოლექტივი მიჰყვება, დრო გუნდს შეთამაშებაში ეხმარება, ჩვენ ერთმუშტად შეკრული მებრძოლი კოლექტივი ვართ.

ბრძოლისუნარიანობა არც შარშან გაკლდათ...

მებრძოლი სული სამეფო კლუბს დაარსების დღიდან აქვს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია, ახლა გაცილებით სხვა სიტუაციაა, რომელსაც გამოყენება უნდა, დავამტკიცებთ, რომ საუკეთესონი ვართ.

მომდევნო მეტოქე "ლევანტე" იქნება, რომელსაც არც ისე ძლიერი გუნდი ჰყავს...

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში სუსტი გუნდი არ არსებობს, ყველა კოლექტივი ბოლომდე იბრძვის თუნდაც 1 ქულის მოსაპოვებლად, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ მადრიდის "რეალი" გვქვია, რომელსაც ყველა გუნდი გაორმაგებული ძალით ეთამაშება.

გინდათ თქვათ, რომ ვალენსიელებთან მოგება გაგიჭირდებათ?

თუ მოწინააღმდეგეს საკუთარ ფეხბურთს მოვახვევთ თავს, მაშინ ყველაფერი შესანიშნავად დასრულდება და 3 ქულას უპრობლემოდ ჩავიწერთ აქტივში, სხვა შემთხვევაში მოგება გაგვიჭირდება, შარშანდელი სეზონი გაიხსენეთ, მათ "რეალს" გახსნის საშუალება არ მისცეს და ერთი ქულის მოპოვება მოახერხეს.

კრიშტიანო რონალდო კვლავ აგრძელებს გოლების გატანას, როგორ ფიქრობთ, მოახერხებს იგი ზედიზედ მეორედ პიჩიჩის ტიტულის დაუფლებას?

რატომაც არა, პორტუგალიელი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება და დარწმუნებული ვარ პიჩიჩის მთავარ კანდიდატად სწორედ ის მოიაზრება, რონალდოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო იყოს.

ჩემპიონთა ლიგა უფრო პრიორიტეტულია თუ ლა ლიგა?

ორივე ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ წარმატების მოსაპოვებლად.

მოგწონთ წითელი მაისური?

დიახ. ლივერპულში თამაშის დროსაც მსგავსი მაისური მეცვა, ასე რომ შეჩვეული ვარ და ჩემთვის არანაირი პრობლემა არ არის სხვა "უცხო" ფერის სამოსის ჩაცმა. dle 10.1

  • Hala
  • 17 სექტემბერი 2011
  • 1611

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)