ლასი: "მადრიდში კონტრაქტის ამოწურვამდე დავრჩები"

სამეფო კლუბის ფრანგმა საყრდენმა ლასანა დიარამ, თურქულ გამოცემას ინტერვიუ მისცა.


- როგორც იქნა, ზაგრებში მოგეცათ თამაშის საშუალება.როგორ გრძნობთ თავს?
- მოედანზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს.მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.წინასასეზონო მომზადების დროს, გუნდთან ერთად ამერიკის ტურნეში არ ვიყავი და ფაქტიურად, თანაგუნდელებთან მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში ვვარჯიშობდი.ახლა, კი სასურველ კონდიციებს ვიღდგენ და ვეცდები მის შენარჩუნებას.წლეულს, ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვგეგმავთ.

- ამ ზაფხულს, დიდი შანსი იყო იმისა, რომ კლუბი დაგეტოვებიათ.თქვენ გვარს, ხან "ტოტენჰემის" შემადგენლობაში მოიაზრებდნენ და ხან "რომას."
- ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.სამეფო კლუბთან მომავალი 2013 წლამდე მაკავშირებს და მზად ვარ მის ამოწურვამდე ვიყო აქ.

- პრესაში იმის შესახებ წერენ, რომ "რომა" მზად არის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადაგიბიროთ...
- ამ ეტაპზე მხოლოდ მადრიდი მაინტერესებს.როგორც უკვე გითხარით, კონტრაქტის ამოწურვამდე არსად წასვლას არ ვაპირებ.ჩემი მიზანია თავდაუზოგავი შრომა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.ვგონებ, ნამდვილად მძალუძს ამის გაკეთება.

- თურქეთში ადგილობრივი კლუბები დიდი ინტერესით გადევნებენ თვალ-ყურს.მადრიდიდან წამოსვლის შემდეგ, ხომ არ დათანხმდებოდით მათ შემოთავაზებას?
- მე მუსლიმანი ვარ და თურქებს დიდ პატივს ვცემ.ამასთანავე, როგორც მე, ასევე ჩემს მეუღლესაც ძალიან მოსწონს ეს ქვეყანა და არ არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ დღესაც თურქეთს მივაშურო.

- როგორ ფიქრობთ, ამ სეზონში, ბოლოსდაბოლოს "რეალი" აიღებს მეათე თასს?
- ვფიქრობ, რომ შევძლებთ ამას.მიმდინარე სეზონში გაცილებით ძლიერები ვართ."რეალი" ერთ-ერთი ფავორიტია ჩემპიონთა ლიგაზე და ყველას დავუმტკიცებთ ამას.

- რას იტყვით მოურინიოზე?
- მოუ დიდებული მწვრთნელია.მისი წარმატება ნათლად მეტყველებს ამაზე.

- ამ ზაფხულს "რეალში" მოვიდნენე თურქი ფეხბურთელები, ალტინტოპი და შაჰინი, თქვენ სწორედ მათთან მოგიწევთ ბრძოლა სასტარტოსათვის...
- ვგონებ, იოზილი, ალტინტოპი და შაჰინი საუკეთესო თურქი ფეხბურთელები არიან.ისინი, ნამდვილად იმსახურებენ მადრიდში თამაშს.
- ვგონე dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)