მიზანი დასახულია

მადრიდის "რეალის" მთავარი მიზანი წლევანდელ სეზონში – ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.


"სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი წლავანდელი სეზონის პრიორიტეტად ჩემპიონთა ლიგის მოგებას თვლის. ბევრი თვლის, რომ მადრიდელებმა კონკურენცია უნდა გაუწიონ "ბარსელონას" ქვეყნის ჩემპიონატში, მაგრამ პელეგრინი ასე არ თვლის. ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბერნაბეუზე" გაიმართება და "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას სურთ იხილონ საკუთარი ფეხბურთელები სწორედ ამ მატჩში.

"რატომ უნდა ვიბრძოლოთ ლიგის მოგებისათვის? იმიტომ, რომ ეს იქნება კლუბისთვის მეათე თასი. ასევე ფინალი ჩვენსავე სტადიონზე იმართება. ჩვენ შევქმენით საუკეთესო გუნდი და ვაპირებთ მივაღწიოთ შედეგს ამ ტურნირზე" – აცხადებს ჩილელი სპეციალისტი.

"დიდი ხანია არ მოგვიგია ჩემპიონთა ლიგა. გულშემატკივარი ჩვენგან გამარჯვებას ელის. ფინალი "ბერნაბეუზე" იმართება და გვსურს სწორედ ჩვენ გავხდეთ ჩემპიონები – აი ეს არის მიზანი".

"მე არასდროს ვჩერდები ნეგატიურ მომენტებზე. თუ ვერაფრის მოგება ვერ შევძელით, ჩავთვლით, რომ გუნდმა კრახი განიცადა, მაგრამ ვთვლი, რომ მივაღწევთ გამარჯვებას" – განაცხადა პელეგრინიმ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 28 სექტემბერი 2009
  • 1814
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)