ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი"

მადრიდის "რეალმა" ,14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარა და მოკრძალებული ანგარიშით 0-1 იმარჯვა. მატჩი ხორვატიაში გაიმართა.


ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი"


მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ ითამაშა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 0-1 დაამარცხა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ესპანელებმა მატჩი 10 ფეხბურთელით დაასრულეს.

გასულ მატჩს "თეთრების" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, მისი პოსტი კი დროებით, პორტუგალიელის თანაშემწემ, აიტორ კარანკამ დაიკავა. მადრიდულ გუნდს გამარჯვება ანხელ დი მარიას გოლმა მოუტანა.

ესპანელ ფეხბურთელებს ზაგრებში თამაში ძალიან გაუჭირდათ, შეხვედრის მეორე ნახევარში კი მარსელოს მოედნიდან გაძევებამ, მადრიდელებს საქმე კიდევ უფრო გაურთულათ. ბრაზილიელი მარცხენა მცველი შეხვედრის არბიტრმა სიმულაციისთვის გააძევა მოედნიდან.

"თეთრები" მატჩის საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ, მე-11 წუთზე კარიმ ბენზემამ დი მარიას პასით ისარგებლა და მეტოქის კარის მიმართულებით გადაგზავნა ბურთი, თუმცა უშედეგოდ.

ექვს წუთში თავად დი მარიამ ვერ გამოიყენა ბენზემას კარგი გადაცემა და ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, საბოლოოდ მეკარის ფეხიდან ასხლეტილ ბურთთან ოზილი აღმოჩნდა, რომელმაც თანაგუნდელთა მსგავსად უხეიროდ მოიქნია ფეხი და ანგარიში უცვლელი დატოვა.

პირველი ნახევრის შუაში მარცხენა ფლანგიდან მარსელო მასპინძელთა საჯარიმოში შეიჭრა, ბრაზილიელმა ლეკო მოძრაობაზე დაიჭირა და ლამაზი მოძრაობით ჩამოიცილა იგი, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკელი "დინამოს" საჯარიმო მოედანში დაეცა... მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი თერთმეტმეტრიანს ითხოვდა, თუმცა გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ შეხვედრის არბიტრი შვეინ ოდვარ მოენი მართალი აღმოჩნდა, მარსელოსა და ლეკოს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, ბრაზილიელს უბრალოდ ფეხი დაუცდა და სწორედ ამიტომ აღმოჩნდა გაზონზე.

ტაიმის ბოლოს ლეკომ ფაბიო კოენტრაოს წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა და ყვითელი ბარათით დაისაჯა.

მატჩის მეორე ნახევარი მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს. 53-ე წუთზე მეტოქის საჯარიმო მოედანთან ახლოს ბურთი კარიმ ბენზემამ მიიღო, მან ბურთი მარსელოს გადააწოდა, რომელმაც თავისმხრივ მარჯვენა ფლანგზე განაგრძო შეტევა, სადაც ანხელ დი მარია მოძრაობდა, მან კარგად მოიქნია მარცხენა ფეხი და ბურთი მეკარისგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გადაგზავნა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ანგარიში გახსნა 0-1.

54-ე წუთზე რონალდო დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა მას ამჯერად "დინამოელთა" კიპერმა, კელავამ აჯობა.

მარსელომ მეორე ნახევრის შუა ნაწილში კიდევ ერთხელ იაქტიურა, ბრაზილიელი ფეხბურთელი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მოწინააღმდეგე კარგი მოძრაობით ჩამოიცილა და კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გაზონზე... ოდვარ მოენმა ამჯერადაც მარსელოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო, მან ბრაზილიელს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდელები ათი კაცით თამაშობდნენ, მათ კიდევ ერთი ძალიან სახიფათო მომენტი შექმნეს, დასარტყმელ პოზიციაზე ამჯერად კარიმ ბენზემა აღმოჩნდა, რომელსაც კელავამ კიდევ ერთხელ აჯობა.


მადრიდის რეალი - იკერ კასილასი, რიკარდო კარვალიო, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო, ჩაბი ალონსო, ფაბიო კოენტრაო, მესუთ ოზილი, ანხელ დი მარია, კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა.

სათადარიგო ფეხბურთელები - ალვარო არბელოა, გონსალო იგუაინი, ლასანა დიარა, სამი ხედირა, ანტონიო ადანი, ხოსე მარია კალეხონი, რაფაელ ვარანე.



ზაგრების დინამო - ივან კელავა, დომაგოჟ ვიდა, ლუის იბანიესი, ტონელი, ჟერკო ლეკო, ადრიან კალელო, მატეო კოვაჩიჩი, მილან ბადელჟი, ივან ტომეშაკი, ანტე რუკავინა, სამირი.

სათადარიგო ფეხბურთელები - პედრო მორალესი, ფილიპ ლონკარიჩი, ნიკოლა პორკივაჩი, ფატოს ბეკირაჟი, ივან კრსტანოვიჩი, მარიო სიტუმი, ანტე პულჟიჩი.


შეხვედრის სტატისტიკა


12(2) დარტყმები (კარში) 24(11)
14 ჯარიმები 11
11 კუთხურები 6
1 თამაშგარე 7
38% ბურთის ფლობა 62%
2 ყვითელი ბარათები 1
0 წითელი ბარათები 1
10 სეივები 2



შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელები

ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი"

ანხელ დი მარია



ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი"

კარიმ ბენზემა


ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი"

პეპე


ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი"

ივან კელავა


მატჩისშემდგომი კომენტარები


ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი" "ვინც ფიქრობდა, რომ ზაგრებში ადვილი გასეირნება გველოდა მწარედ შეცდა. გუშინ საღამოს დინამოელები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს. სიურპრიზი ყველგან შეიძლება დაგხვდეს, გამარჯვება ყოველთვის რთულია."

"ახლა მთავარია გულმოდგინედ ვიმუშაოთ... როდესაც მუშაობის შედეგი ჩანს, შრომა უფრო სახალისო ხდება. თუ მოვინდომებთ, ტიტულებსაც მოვიგებთ."

"ჩვენ მხოლოდ საკუთარ გუნდზე ვფიქრობთ, ამჟამად ყველაფერი კარგად მიდის. თუ ტიტულების მოგება გვინდა, მუშაობა მაღალ ტემპში უნდა განვაგრძოთ."
აიტორ კარანკა


ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი" "ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან გოლი გავიტანე და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. როგორც ხედავთ არც ისეთი მარტივი ყოფილა საშუალო დონის გუნდებთან სტუმრად თამაში, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა. ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ."

"ვფიქრობ კარგი გოლი გავიტანე. დიდ მადლობას ვუხდი მარსელოს, რომელმაც საგოლე გადაცემა გამიკეთა. ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ მე ჩემი მოვალეობა პირნათლად შევასრულე. მე ყოველ დღე ძალიან ბევრს ვმუშაობ, რათა საკუთარი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო."

"სწორ გზაზე ვდაგავართ, მთავარია ასეთ ტემპში განვაგრძოთ მუშაობა."
ანხელ დი მარია


ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი" "ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი ავიღეთ და ეს სამომავლოდ ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან საკმაოდ მძიმე ბრძოლაში სამი ქულა მოვიპოვეთ, თუმცა მე პირადად მსაჯთა მუშაობით უკმაყოფილო ვარ. იმედია ეს კაცი ჩვენს შეხვედრას აღარასოდეს გაუძღვება. ხალხი პატიოსან თამაშზე საუბრობს, რადგან ფეხბურთელები გახდნენ უფრო კარგები, მაგრამ... თამაშის წესის დამრღვევი როგორც წესი ისჯება, მაგრამ როგორც სჩანს ზოგიერთი მათგანი ხელშეუხებელია."
კრიშტიანო რონალდო


ზაგრების "დინამო" 0-1 მადრიდის "რეალი" "ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ დაძაბულ გასვლით შეხვედრაში. იმედი მაქვს წლევანდელ სეზონში რაიმე განსაკუთრებულს მივაღწევთ, თუმცა ამისთვის საჭიროა უკეთ ვითამაშოთ. დღეს მთავარი გამარჯვება იყო."

"იმედი მაქვს კრიშტიანო მალე გამოჯანმრთელდება, მე დავინახე, რომ მას ფეხი აწუხებდა... რეფერიმ ძალიან არასამართლიანად იმსაჯა. ვერ გავიგე მარსელომ რატომ მიიღო წითელი ბარათი და რატომ არა ლეკომ."
კარიმ ბენზემა


მატჩის ვიდეო მიმოხილვა


სტატია მომზადებულია Soccernet და RealMadrid.Com-ზე დაყრდნობით. dle 10.1

  • kevlisha
  • 15 სექტემბერი 2011
  • 3076
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)