ფეხბურთელთა მატჩის შემდგომი კომენტარი

რონალდუ, ბენზემა , დი მარია, კოენტრაუ, ს. რამოსი და პეპე, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც გუშინდელი თამაშის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცეს.


რონალდუ:

”აუცილებელია ჩემპიონთა ლიგის სეზონის დაწყება გამარჯვებით. ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ დღეს სამი ქულა მოვიპოვეთ. მიუხედავად ამისა, მსაჯობით მაინც უკმაყოფილო ვარ. დღეს ყველას პირზე სამართლიანი თამაში აკერია, ამბობენ, რომ მსაჯები კარგ ფეხბურთელებს მუდამ იცავენ, მაგრამ როგორც ჩანს, მე მათ რიცხვში არ შევდივარ. ეს ვერაფრივ ვერ გამიგია. საწყენია მსაჯების ასეთი დამოკიდეულება, ისინი ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. თითქმის ყველა შეხვედრაში მეტოქის ფეხბურთელები ფეხზე მაზიან და ფეხებში მირტყამენ, მაგრამ ამას არავინ აქცევს ყურადღებას.”

ბენზემა:

”იმედი მაქვს, რონალდუ მალე გამოჯანმრთელდება, ვხედავდი ტკივილს მის სახეზე და იმ დაუნდობლობას, რომელიც ლეკოს ქონდა სახეზე აღბეჭდილი, როცა თამაშის წესს არღვევდა. არ მესმის, როგორ შეძლო მსაჯმა მარსელოსთვის ყვითელი ბარათის იმ სიტუაციაში ჩვენება, ხოლო ლეკოს მოედანზე დატოვება.”

”მთავარი გასვლაზე მოპოვებული სამი ქულაა. იმედი მაქვს სეზონის ბოლოს დასახულ მიზანს მივაღწევთ, ეხლა კი ყველაზე პატარით დავიწყეთ-”დინამო”-ს დამარცხებით.”

”მე ბევრი საგოლე მომენტი მქონდა, მაგრამ დღეს აშკარად არ იყო ჩემი დღე. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი ისაა, რომ გუნდა მოიგო,”

დი მარია:

”სიმართლე გითხრათ, ძალზედ მოხერხებულ მდგომარეობაში ვიყავი გოლის გატანის დროს. უღრმესი მადლობა მარსელოას ასეთი გადაცემისთვის. მიხარია, რომ დავალებას კარგად ვასრულებ და სათამაშო ხარისხს უფრო და უფრო ვხვეწ.”

”მარტო ჩვენ თამაშზე ვფიქრობთ, თუ ამ მოგებათა სერიას გავაგრძელებთ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ეს მხოლოდ დასაწყისია. კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ მიდის საქმეები, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ბევრი უნდა ვისწავლოთ.”

”დღევანდელი არბიტრაჟჳ საშინელება იყო. ლეკომ რონალდუს სასტიკად ჩაარტყა, მსაჯი ვალდებული იყო მისთვის ყვითელი ბარათი ეჩვენებინა და მოედნიდან გაეძევებინა. მან კი ეს არ გააკეთა, სამაგიეროდ თავისი შეცდომა მარსელოს დასჯით ”გამოასწორა”. მან მარსელოს სამ წუთში ორი ყვითელი ბარათი უჩვენა.”

კოენტრაუ:

”ჩვენმა გუნდმა რთულ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ადვილია მსოფლიოს დონის ფეხბურთელებთან თამაში.”

პეპე:

”ყველაზე მთავარი მოპოვებული სამი ქულაა. მოწინააღმდეგე რონალდუს მიმართ უხეშად თამაშობდა. კარგია, როცა კაცნაკლული გამარჯვებას აღწევ.”

ს. რამოსი:

”მსაჯი ლეკოს შემთხვევაში უყურადღებო იყო, მაგრამ ასეთი რამეები მუდამ ხდება ფეხბურთში. მთავარი ისაა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, თამაშის ხარისხის გაუმჯობესება აუცილებელია.”
dle 10.1

  • shvela
  • 15 სექტემბერი 2011
  • 2480
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)