News, News, News....

გარკვეული მიზეზების გამო ჩვენი საიტი გუშინ გათიშული იყო. ამიტომ მე გთავაზობთ სტატიების ნაკრებს, რომლებიც გუშინ უნდა შემომეთავაზებინა თქვენთვის...


7 სკოლა მაროკოში



გუშინ მაროკოში მადრიდის „რეალის“ ფონდსა და მაროკოს სპორტის სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვიდაც „ბლანკოსი“ ქვეყნის შვიდ დიდ ქალაქში საფეხბურთო სკოლებს გახსნის. ეს ქალაქებია: რაბატი, მარაკეჩი, ტანგიერი, ტეტოუანი, კასაბლანკა, ნადორი და ალჰუცემასი.

შეხვედრა რაბატში გაიმართა. მადრიდიდან აფრიკულ ქვეყანაში ფონდის ვიცე-პრეზიდენტი ენრიკე სანჩესი და ესპანეთის კულტურის მინისტრი ალბერტო ნავარო გონსალესი ჩავიდნენ. შეხვედრას ასევე ესპანეთის ელჩი მაროკოში გილერმო ესკრიბანოც დაესწრო.

სკოლების მშენებლობები უახლოეს დღეებში დაიწყება და სავარაუდოდ 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. დაგეგმილია 1000-მდე ბავშვის მიღება. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველი ფენის წარმომადგენელი იქნება.


ებრაელები სტუმრად ბერნაბეუზე


მადრიდის „რეალის“ ფონდმა ისრაელის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. მადრიდს ებრაული დელეგაცია სტუმრობდა, რომელშიც ქვეყნის პირველი პირები შედიოდნენ.


ხუანფრანი: „შესანიშნავი გუნდი გვყავს“


„კასტილიის“ ფეხბურთელმა , ხუანფრან მორენომ RealMadrid.Com-ის ჟურნალისტთან ინტერვიუ ჩაწერა...


სეზონი კარგად დაიწყეთ. სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებთ...

დიახ ასე. ჩვენ ბრძოლა ტიტულისთვის პირველ ტურში პირველივე წუთებიდანვე დავიწყეთ და ეს 38-ე ტურის ბოლო წუთამდე გაგრძელდება.

უკვე მესამე წელია, რაც „კასტილიაში“ გამოდიხარ და ერთ-ერთი ლიდერი ხარ...

მე ვამაყობ, რომ გუნდში ვიცე-კაპიტანი ვარ. ძალიან მიხარია, რომ ასეთ წარმატებას მივაღწიე ამ მოკლე პერიოდში.

შესანიშნავ ფორმაში ხარ სეზონის დასაწყისში...

წინასასეზონო მომზადება კარგად გავიარეთ, განსაკუთრებით მე. ეს წელი ჩემი იქნება. მე „კასტილიაში“ დარჩენა გადავწყვიტე და ჩემს საუკეთესოს გავცემ, რათა გუნდს დავეხმარო.

უკვე 23 წლის ხარ. რას იტყვი ამაზე?

მე ძალიან მოტივირებული ვარ. ბოლოსდაბოლოს პირველი გუნდი ერთი ფეხის ნაბიჯზეა და გამოძახების შემთხვევაში მე სრულ მზადყოფნაში ვარ, რათა გუნდს დავეხმარო.

წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „კასტილიისთვის“. გუნდს აქვს შანსი „სეგუნდაში“ გადაინაცვლოს...

გასულ წელს სეზონი ცუდად დავიწყეთ, პირველივე თამაშებში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ წელს გაცილებით ძლიერად გამოვიყურებით. ჩვენი უპირველესი მიზანი ჩემპიონატის მოგებაა, ხოლო შემდეგ პლეიოფის დაძლევა. დასანანია, რომ „კორუხოსთან“ ბოლო წუთებზე დავკარგეთ 2 ქულა, მაგრამ კარგია, რომ მესამე პოზიცია შევინარჩუნეთ.

მსაჯმა რამდენიმე შცდომა დაუშვა უკანასკნელ ორ მატჩში. რას იტყვი არბიტრაჟზე?

სიმართლე ის არის, რომ ჩვენ დიდი კლუბი ვართ და არბიტრებს არ უნდა ვუყურებდეთ. იძულებულნი ვართ, მათ გადაწყვეტილებებს დავეთანხმოთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ ორ მატჩში სწორედ მსაჯების დამსახურებაა, რომ ქულები დავკარგეთ. ეს უკვე წარსულია და ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ და ეს შედეგსაც გამოიღებს.


იურჩიჩი: „მოურინიო ჩემი კერპია“


ზაგრების „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გუშინ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა...

„უკანასკნელი წლების მანძილზე მოურინიოს მუშაობას თვალს დიდი დაკვირვებით ვადევნებ. იგი ჩემი კერპია, როგორც მწვრთნელი. მე ძალიან მომწონს მისი მართვის მეთოდი და ასევე მისი რეაქციები მატჩის მიმდინარეობისას. ფეხბურთში თუ ემოცია არ იქნა, იგი სილამაზეს დაკარგავს.“

„მადრიდის „რეალი“ აშკარა ფავორიტია. ძირითად შემადგენლობას რომ თავი დავანებოთ და სათადარგოს გადავხედოთ, იქ გამოჩნდება ფავორიტის სტატუსი, მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომელთაც ბურთის დაჭერა და მეტოქის შეწუხება შეუძლიათ.“


„წითელი მაისური მეათე ლიგას მოგვაგებინებს“


წითელი ფერი ჩინეთის სიმბოლოა, ამბობენ, რომ მას წარმატება მოაქვს. დღეს „რეალი“ სწორედ აღნიშნული ფერით წარსდგება „დინამოს“ წინააღმდეგ. „ბლანკოსის“ სამი ცოცხალი ლეგენდა - ზოკო, პირი და ამანსიო სწორედ „თეთრების“ „გაწითლებაზე“ საუბრობენ...


პირი, ზოკო და ამანსიო ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც წითელი ფორმა მოირგეს. აქამდე „რეალმა“ მხოლოდ სამჯერ ითამაშა ამ ფერის მაისურით, პირველად უელსში „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ, შემდეგ ეინდჰოვენში „პსვ“-სთან და ბოლოს ოდესაში კიევის „დინამოსთან“.

პირი:

„ჩვენ ამ გადაწყვეტილებით გაოცებულნი დავრჩით და არამარტო ჩვენ, გულშემატკივრებიც. ეს მოულოდნელია, რადგან „რეალი“ ძირითადად თეთრი და შავი ფორმით თამაშობს, ხანდახან ლურჯითაც. მოურინიოს აბსოლიტურად ვენდობი. მან შეძლო ბრწყინვალე გუნდის ჩამოყალიბება. ყველანი კმაყოფილნი ვართ მისი მუშაობით.“

ამანსიო:

„ეს ფერი სენსაციური იყო, განსაკუთრებით ოდესაში. ჩვენ ბოლო წუთებამდე არ ვიცოდით, თუ წითელი ფორმებით ვიასპარეზებდით. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს. ზაგრებში თამაში ძალიან კარგია, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო სუფევს. მადრიდისტებმა იციან, რომ კარგი სტარტი აუცილებელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ 3 ქულას მოვიპოვებთ. მე მომეწონა მორინიოს პირველი სეზონი, იგი დიდებული მწვრთნელია. მას ყოველთვის დავიცავ, რადგან მასზე სულ ნადირობენ.“

ზოკო:

„როცა გასახდელში შევედით და წითელი ფორმები ვნახეთ, გაოცებულნი დავრჩით, განსაკუთრებით მე. მანამდე სამი წელი „ოსასუნაში“ გავატარე და ჩემთვის წითელი ფერი უცხო არ იყო. თავი ძალიან კომფორტულად ვიგრძენი. ამ ორ ფორმას შორის განსხვავება მხოლოდ ქსოვილია. ჩვენი ბამბის იყო. გასული წელიც კარგი იყო, თუმცა გუნდი წელს გაცილებით უკეთ გამოიყურება და ვფიქრობ, რომ მეათე ლიგის მოგება შეგვიძლია.“


ბუტაგენიო: „გამარჯვებით დაწყება ძალას შეგვმატებს“



მადრიდის „რეალის“ ინსტიტუციონალური ურთიერთობის დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა RealMadrid.Com-თან...

რას იტყვით უსაინ ბოლტზე?

ძალიან კარგია, რომ ჩვენ მას შევხვდით. ორი დღის წინ შევიტყვეთ, რომ იგი სწორედ ზაგრებში გამოდიოდა ტურნირზე. ჩვენც გადავწყვიტეთ მისი რბოლისთვის გვედევნებინა თვალი და მისთვის გვეგულშემატკივრა. უსაინს სურდა, რომ ფეხბურთელებიც ენახა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა. ის ძალიან მოსიყვარულეა.

უსაინი ერთ-ერთი პირველია, რომესაც წითელი ფორმა საჩუქრად გადაეცა...

ბოლტთან პირველად არ გვქონია ურთიერთობა. იგი „ბერნაბეუსაც“ ხშირად სტუმრობს, საჩუქრებსაც ვცვლით, მაგრამ ის პირველი აღმოჩნდა, ვისაც წითელი მაისური ვაჩუქეთ ფეხბურთელთა ხელმოწერებით. რა თქმა უნდა უსაინს რონალდოს მაისური ვუსახსოვრეთ, რადგან კრიშტიანო მისი საყვარელი ფეხბურთელია.

როგორ გამოიყურება გუნდი ლიგის პირველი მატჩისთვის?

ძალიან კარგად. იმის ილუზია მაქვს, რომ ჩემპიონატზე დიდებულ თამაშს ვაჩვენებთ. ძირითადი ბირთვი გუნდისა შენარჩუნებულია, მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა და გაცილებით უკეთ გამოვიყურებით ამ სეზონში.

ოპონენტი ძალიან კარგად გამოიყურება საკუთარ მოედანზე...

მართლაც ძალიან ძლიერები არიან საკუთარ მოედანზე, აქვთ დიდი რესურსი. გულშემატკივრები გუნდს გვერდით უდგანან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხორვატი ფანები დღეს განსაკუთრებულად დაუჭერენ მხარს თავიანთ საყვარელ გუნდს, რადგან ისინი ხომ მადრიდის „რეალს“ ეთამაშებიან.

ეს არის მატჩი, რომელის დახმარებითაც „რეალს“ ლიგის კარგად დაწყების საშუალება აქვს...

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია ჩვენთვის. ცხადია, ძალიან კარგი პირველი მატჩის მოგება, ეს უდიდეს ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოგვანიჭებს და მომდევნო ორ საშინაო მატჩში მეტ თავდაჯერებულობას შეგვმატებს.


ფანები ახალ ფორმაზე


38 წლის შემდეგ მადრიდის „რეალი“ წითელი ფორმით იასპარეზებს. უკვე გაყიდვაშია ახალი ფორმაც. მათზე დიდი მოთხოვნაა...

ლუის მიგელს, მერჩეს და კლარას RealMadrid.Com-ის ჟურნალისტი მაშინ გაესაუბრა, როცა ისინი მაღაზიაში იმყოფებოდნენ და მადრიდის „რეალის“ ახალ მაისურებს არჩევდნენ: „ჩვენი შვილი წამოვიყვანეთ ზაგრებში. იგი აქამდე არასდროს დასწრებია მატჩს სტადიონზე. რაც შეეხება ფორმას, ძალიან მოგვწონს. წითელი მაისური მეათე ლიგის თასს აგვაღმართვინებს.“

პატარა ალვარო: „დღეს 5-2-ს მოვგებთ, რონალდო ორს გაიტანს, ხოლო ბენზემა სამს.“


გუნდმა ზაგრებში ივარჯიშა


მადრიდის „რეალმა“ უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარა „დინამოსთან“ მატჩამდე. ჟოზე მოურინიომ რუი ფარიას დახმარებით ფეხბურთელები სტადიონ „მაკსიმირზე“ მოამზადა. შეგახსენებთ, რომ „რეალი“ დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ზაგრების „დინამოს“ დაუპირისპირდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში...


ოფიციალური ვახშამი


ზაგრების „დინამოს“ პრეზიდენტმა, მირკო ბარისიჩმა ფლორენტინო პერესს მასპინძლობა გაუწია და „კნიჟევნიკას“ კლუბში ვახშამზე მიიწვია. სუფრაზე კერძების მთელი ასორტი იყო და პრეზიდენტებიც გემრიელად აგემოვებდნენ...

პ.ს. აბა თუ გამოიცნობთ, რა მოგატყუეთ? 023


ჯარნი: „„რეალი“ ძალიან ძლიერია“


მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი რობერტ ჯარნი იმ სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც „მერენგები“ არიან დაბინავებულნი. იგი იქ თანაგუნდელ კარანკას, ასევე ბუტრაგენიოსა და პერესს შეხვდა...

„ყოველთვის სასიამოვნოა ძველი მეგობრების ხილვა და მათთან ერთად ტკბილი მოგონებების გახსენება. დღეს სტადიონი სავსე იქნება და ყველა წინაპირობაა იმისა, რომ დიდებული მატჩი გამოვა. „რეალი“ უკვე „ლა ლიგას“ ლიდერობს და ეს ძალიან კარგია. იმედია ბოლომდე ასე გაგრძელდება. აი რა ხდება მოურინიოსთან ერთად. მას ყველაფრის მოგება შეუძლია. „ბლანკოსი“ ახლა ძალიან ძლიერია და ვფიქრობ, რომ სწორედ „თეთრები“ გახდებიან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები.“


"კასტილია" "ტენერიფეს" დაუპირისპირდება


ალბერტო ტორილის შეგირდები "სეგუნდა ბ"-ს მეხუთე ტურში მეორე ადგილზე მყოფ "ტენერიფეს" დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ აქამდე კანტერანოებმა დაუმარცხებლად იასპარეზეს და 8 ქულით მესამე პოზიციას იკავებენ. შეხვედრა "ალფრედო დი სტეფანოზე" გაიმართება. რაც შეეხება მეტოქეს, ისინი ძალიან ძლიერები არიან და ჩემპიონობის უპირველესი პრეტენდენტები გახლავთ.


სწავლა დაიწყო


ოთხშაბათს მადრიდის "რეალის" ფონდის ყველა საფეხბურთო სკოლაში სწავლა დაიწყო. თავდაპირველად ვარჯიში არ ჩატარებულა, მაგრამ დღეიდან უკვე ისინი მზადებასა და საფეხბურთო ანბანის სწავლას შეუდგებიან.


ლუის სუარესი სტუმრად პერესთან


ლუის სუარესი, მილანის "ინტერის" ტექნიკური სამდივნოს წევრი გუშჳნ სასტუმროში ფლორენტინო პერესსა და ემილიო ბუტრაგენიოს შეხვდა. ეს სწორედ ის სუარესია, რომელმაც მოურინიო მიიყვანა "ინტერში". მან მცირე ხანი დაჰყო და "რეალის" პირველ პირებს გაესაუბრა, წასვლის წინ კი ძალზედ მოკრძალებული კომენტარი გააკეთა: "მოურინიო დიდებული მწვრთნელია. მე მქონდა ბედნიერება მის გაწვრთნილ გუნდში მემუშავა. მინდა ვთქვა, რომ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია."



კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით გუშინდელი შეფერხების გამო....




dle 10.1

  • wishmaster
  • 15 სექტემბერი 2011
  • 2436
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)