კასილიასი: "მოურინიო გამარჯვებული მწვრთნელია"

მადრიდის "რეალის" კარის დარაჯი, იკერ კასილიასი, "რეალმადრიდ ტვ"-ის ესტუმრა.საუბრის თემა, გოლკიპერის მეთორმეტე წლისთავი იყო სამეფო კლუბის მაისურით (დებიუტი 1999 წლის 12 სექტემბერს "ბილბაოს" წინააღმდეგ).


"ჩემი დებიუტის დღიდან 12 წელი გავიდა.როდესაც უკან ვიყურები, ტკბილი მოგონებები და უზარმაზარი გამოცდილება მახსენდება."ბლანკოსის" ფეხბურთელობა უდიდესი მოვლენაა თითოეული სპორცმენისთვის.ძალიან ბევრი ოცნებობს ამაზე.ვცდილობ, ვისიამოვნო აქ ყოფნით და ყველას ამას ვურჩევ ვინც მადრიდში მოდის."

"ბურთის გორაობა ადრეული ასაკიდან დავიწყე.მაშინ, მამა იყო ჩემი პარტნიორი.თავიდანვე მეკარეობისკენ მქონდა მიდრეკილება.ძალიან მიყვარდა ნახტომების გაკეთება.ხშირად სახლში დახეული მაისურით ვბუნდებოდი.12 წლის ასაკში, უკვე სერიოზულად მივუდექი საქმეს."

"ნამდვილად ბევრ ემოციას მგვრის წარსულის გახსენება.როდესაც "რეალის" პირველ გუნდში გადავედი, მამაჩემი გაზეთიდან ყველა იმ სტატიას იღებდა, რომელშიც ჩემზე მიდიოდა საუბარი."

"ატლეტიკთან" შეხვედრის წინ, მთავარმა მწვრთნელმა ტოშაკმა, მიხმო და მკითხა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს.დადებითი პასუხის შემდეგ, მამცნო რომ "სან მამესზე" ძირითადში ვიქნებოდი.ცოტა არ იყო,ს ამ ფაქტმა ამანერვიულე და უმალ მშობლებს დავურეკე.მაშინ, ბილბაოში იეროსთან ერთად ვიყავი ოთახში, თუმცა ამ ამბის შემდეგ, ფერნანდომ ღამით მარტო დამტოვა.ვგონებ, დებიუტი წარმატებული გამოდგა."

"ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე (საუბარია "ვალენსიასთან" გადამწყვეტ თამაშზე) 6-7 თვით ადრე, მესამე დივიზიონში გამოვდიოდი, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა.შემდეგ იყო ბრწყინვალე ფინალი "ლევერკუზენთან," სადაც ორი საოცარი სეივი გავაკეთე.მოკლედ, წარმატებულად დაიწყო ჩემი კარიერა.იყო მომენტებიც, როდესაც თამაშგარეში მოხვდი, თუმცა მაგისთვისაც მადლობელი ვარ."

"2 წლის წინ, "სევილიასთანაც" სანახობრივი სეივი გამომივიდა, თუმცა ის თამაში ცუდად მახსენდება ცნობილი მიზეზების გამო.ვფიქრობ, რომ 2004/05 წლების სეზონში, "რასინგის" წინააღმდეგ გაკეთებული სეივი, უკეთესი."

"ძალიან გახარებული ვიყავი, როგორც სანაკრებო წარმატებით, ასევე "რეალის" კაპიტნობითა და სამეფო თასის მოგებით.აღვნიშნავ, რომ სულმოუთმენლად ველოდებოდი კოპა დელ რეიზე პირველობას."

"ვფიქრობ, რომ ლა ლიგაზე შესანიშნავი ფეხბურთელები გამოდიან.თითოეული შეხვედრა "რეალისათვის" ფინალის ტოლფასი უნდა იყოს, რამეთუ სხვა შემთხვევაში გამორიცხულია მიზნების აღსრულება.მოურინიო არის გამარჯვებული მწვრთნელი.მან ეს არა ერთხელ დაამტკიცა.მისი მოსვლიდ დღიდან უფრო ამბიციურები გავხდით." dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)