დავორ შუკერის ინტერვიუ

მადრიდის "რეალისა" და ზაგრების "დინამოს" ლეგენდარულმა მოთამაშემ, დავორ შუკერმა მომდევნო შეხვედრაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ეს გუნდები ერთმანეთს ხვალ დაუპირისპირდებიან, შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით შედგება...


"სამეფო კლუბმა არნახული პროგრესი განიცხადა და ვფიქრობ, წლის ბოლოს ყველა ტურნირის თასს სწორედ "ბლანკოსი" დაეუფლება. თეთრებს ჰყავთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც ფლორენტინო პერესსთან ერთად ბრწყინვალე, ახალგაზრდულ გუნდს აშენებს, პერსპექტივა და მონდომება მართლაც რომ ძალიან დიდია."

"ზაგრების დინამოს სტანდარტული ტაქტიკა 4-4-2 გახლავთ, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში დიდძალი პოპულარობით სარგებლობს, ამ გუნდს თითოეულ რგოლში შეუძლია დაბალანსებულად თამაში. დაცვის ხაზი საკმაოდ მძლავრია, რომელმაც დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს სამეფო კლუბის მრისხანე შემტევ პოტენციალს."

"ბედელი ხორვატთა მთავარი კოზირია და მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, "მერენგებთან" თამაშში მისი დონის მოთამაშე ყოველთვის აუცილებელია."

"ხორვატები ყოველთვის ახარებენ უხვგოლიანი შეხვედრების ჩატარებას. ვფიქრობ, "ბლანკოსსთან" მათ ეს არ გამოუვათ, მაგრამ "დინამოს" შემტევი პოტენციალი ნამდვილად აქვს, რად ღირს ბექირაი, კრსტანოვიჩი და რუკავინა, ისინი აუცილებლად შეუტევენ, მითუმეტეს ამ გუნდს დიდი შესვენების შემდეგ მოტივაცია აქვს, ყოველთვის გინდა წარმატებას მიაღწიო, როდესაც ისეთ ტურნირზე ბრუნდები, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა."

"ზაგრებს შიდა ჩემპიონატში ურთულესი მატჩის გამართვა მოუხდათ და დიდი ძალები დახარჯეს, ახლა კი მსოფლიოს გიგანტთან უწევს ურთიერთობის გარკვევა, დარწმუნებული ვარ დიდი შეხვედრა გველის."

"ალბათ არანორმალური იქნება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ თამაშის დონით ზაგრების "დინამო" მადრიდის "რეალს" გაუტოლდება, მაგრამ ერთი რამის თქმა ნამდვილად შემიძლია, ხორვატები დაცვაშიც და ნახევარდაცვაშიც ძალიან სწორ და გააზრებულ ფეხბურთს აჩვენებენ და ყველაფერს გააკეთებენ შედეგის მისაღწევად."

"მას შემდეგ, რაც "დინამომ" ბოლოჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, 12 წელიწადი გავიდა, ეს არც ისე დიდი დროა, ფეხბურთელებს დიდი მოტივაცია აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდი რთულ ჯგუფში მოხვდა, შანსი მაინც არსებობს, დინამოელებმა ლიონის ოლიმპიკთან და ამსტერდამის აიქსთან ბოლომდე უნდა იბრძოლონ. ვგონებ, შედეგის მიღწევა მონდომების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 14 სექტემბერი 2011
  • 1554
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)