ალონსო:"დარწმუნებული ვარ ზაგრებში დიდი ბრძოლა გველის"

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ხაბი ალონსომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხ


ბასკმა ყურადღება ხვალ,ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩზე გააკეთა აქცენტი,სადაც "რეალი" ზაგრებში ადგილობრივ კლუბს "დინამოს" დაუპირისპირდება.მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე აიღებს სტარტს.

ალონსო გამოცხადდა პრესის ოთახში, სადაც მან ჟურნალისტების მიერ რამოდენიმე შეკითხვაზე გასცა პასუხი.მან თავიდანვე განაცხადა,რომ მადრიდის "რეალის" ბოლომდე იბრძოლებს ლიგის მეათე ტიტულის მოსაპოვებლად,მაგრამ მათ იოლი გასეირნება არ ელით ზაგრებში.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,რომ ხვალ სასურველ შედეგამდე მივიყვანოთ მატჩი,მაგრამ არავინ იცის რა მოხდება "დინამო" ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია და დარწმუნებული ვარ ღირსეულ კონკურენციას გაგვიწევს.ისინი საკუთარ კედლებში თამაშობენ და დარწმუნებული ვარ,რომ ყველაფერს გააკეთებენ რათა სასურელ შედეგს მიაღწიონ."

კითხვაზე თუ,რომელს უფრო ამჯობინებს ალონსო ლა ლიგის თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე მან უპასუხა:არ არის საჭირო არჩევა,ჩვენ ორივე ტურნირზე მაქსიმუმს გავაკეთებთ და შევეცდებით ორივეში წარმატებულად ვიასპარეზოთ.

რას მოელით ხვალინდელი მატჩისაგან?

–ხვალ იმედია გავიმარჯვებთ,იმის მიუხედავად,რომ ჩვენ საკუთარ კედლებში არ ვთამაშობთ,მაგარმ ვიმეორებ,რომ "დინამო" საკმაოდ კარგი გუნდია და ყველაფერს გააკეთებენ ისინი სასურველი შედეგის მისაღწევად.

რას იტყვით, მადრიდის "რეალის" წითელ ფორმაზე?

–მე განსაკუთრებით მიყვარს ეს ფერი,რადგან "ლივერპულში" სწორედ ასეთი ფერის მაისურით ვასპარეზობდი.


ინფორმაციის წყარო:Realmadrid.com dle 10.1

  • ViVa_Nika
  • 13 სექტემბერი 2011
  • 1518
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)