გრანდები არ მარცხდებიან

UEFA.Com-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ყურადღება დაუთმო ესპანეთის ჩემპიონატში განვითარებულ მოვლენებს. ბარსელონამ და რეალმა კვლავ მოიგეს თავიანთი მატჩები და გააგრძელეს ქულათა მაქსიმუმის დაგროვება. მადრიდის რეალმა კვლავ გადაასწრო კატალონიურ კლუბს გატანილი გოლების რაოდენობით და ისევ მოექცა სატურნირო ცხრილის სათავეს, სევილიამ კი პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ყველა მატჩი მოგებით დაასრულა და 12 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა.


ბენზემას დუბლი

როგორც ჩანს მიმდინარე სეზონი ესპანეთში საკმაოდ დაძაბული იქნება, მადრიდის რეალი და ბარსელონა ერთმანეთს არაფერს უთმობენ და სავარაუდოდ არც დაუთმობენ. მადრიდის რეალში კი როგორც იქნა გაიბრწყინა ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ, მან პრიმერა დივიზიონში უკვე თავისი მესამე გოლი გაიტანა და მადრიდელ გულშემატკივრებს თავი დუბლით მოაწონა, მატჩში წერტილი კი კაკამ დასვა, შესანიშნავი შორეული დარტყმით. 3:0 და რეალი კვლავ პირველ ადგილზეა.

შეუჩერებელი იბრა

ბარსელონა რეალის მსგავსად 100 % შედეგს აჩვენებს. ბარსელონა მალაგას დაუპირისპირდა. კატალონიური კლუბის ფეხბურთელებმა ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს. იბრაჰიმოვიჩმა უკვე ზედიზედ 5 მატჩში მოახერხა თავის გამოჩენა და აჩვენა კატალონიელ გულშემატკივრებს, რომ ეტო'ოს არაფრით ჩამოუვარდება. რაც შეეხება მეორე გოლს იგი ბარსელონას მცველმა ხერარდ პიკემ გაიტანა. ბარსელონა მადრიდის რეალს მხოლოდ გატანილი და გაშვებული გოლებით ჩამორჩება.

დანარჩენი მატჩები

გუშინ ლა ლიგაში კიდევ ორი მატჩი გაიმართა, სადაც ატლეტიკ ბილბაომ სევილიას უმასპინძლა. ანდალუსიურმა კლუბმა ბასკებს 4:0 სძლიეს, როგორც ჩანს სევილიას ბარსელონასა და რეალს შორის ჩამოყალიბებული "იდილიის" დამსხვრევა სურს და აპირებს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს მათ. მართალია სევილიამ სეზონი მარცხით დაიწყო, თუმცა შემდგომ ზედიზედ 4-ჯერს სძლია მეტოქე გუნდებს და ღირსეულად იკავებს სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ თამაშს ანდალუსიელთა მხირდან გოლები გაიტანეს: რენატომ, ნეგრედომ, კანუტემ და ხესუს ნავასმა. გუშინ ერთმანეთს აგრეთვე ატლეტიკო მადრიდი და ვალენსია დაუპირისპირდნენ. მადრიდელებს აუცილებლად სჭირდებოდათ გამარჯვება და მოტივირებულნი გამოვიდნენ მოედანზე, რაც აგუეროს მიერ მეშვიდე წუთზე გატანილმა გოლმაც დაადასტურა. თუმცა ვალენსიამ 25 და 27 წუთზე შესაბამისად პაბლოსა და დავიდ ვილიას გოლებით უპასუხეს. მატჩში წერტილი შეცვლაზე შემოსულმა მაქსი როდრიგესმა დასვა. ტაბლოზე კი 2:2 დაფიქსირდა.

ინფორმაციის წყარო: UEFA.Com dle 10.1

  • SunSay
  • 27 სექტემბერი 2009
  • 3815
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)