ხოსე ლუის ოლტრა:"გოლები იყიდება, ამისთვის ფულია საჭირო"

"ტენერიფეს" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა გუნდმა არ დაიმსახურა წაგება და აღნიშნა თავდამსხმელების სუსტი თამაში.


კმაყოფილი ხართ თქვენი გუნდის თამაშით?

ვფიქრობ, რეზულტატი არასამართლიანია. მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვარ. ჩვენ კონკურენცია გავუწიეთ თვით მადრიდის "რეალს". ვთამაშობდით ჩვენ სტილში, მაგრამ ბედმა არ გაგვიღიმა.

არ გაღელვებთ, რომ თქვენს გუნდს უჭირს გოლების გატანა?

ვალდანომ განაცხადა, რომ "გოლი შეგიძლია იყიდო", ამისთვის კი საჭიროა გქონდეს ფული. ჩვენ საცოდავები არ ვართ, მაგრამ ისეთი საშუალება არ გვაქვს, როგორიც ზოგიერთ კლუბებს. ფეხბურთში ტრანსფერები არ წყვეტს ყველაფერს. მე არ ვარ შეწუხებული. შესანიშნავი თავდამსხმელები გვყავს და იმედია მალე დაიწყებენ გოლების გატანას.

მანოლო იმიტომ გაიყვანეთ, რომ მის გამო გავიდა გოლი?

არა, თვითონ ითხოვა შეცვლა. მეორე გოლის მომენტში მას დაეწყო ტკივილები კოჭთან და ამიტომ გავუშვით დასანანი გოლი. ის მიხვდა, რომ ტრავმის მიღების საშიშროება იყო და შეცვლა ითხოვა. საერთოდ ტრავმების მხრივ არ გვიმართლებს.

"რეალი" დღეს ისე კარგად ვერ თამაშობდა, როგორც წინა მატჩებში...

"რეალს" შესანიშნავი შემადგენლობა და მოთამაშები ჰყავს, მაგრამ მეტოქე უნდა შეაფასო. "ტენერიფემ" მათ შეუქმნა ბევრი პრობლემები და ამიტომ არ გამოუვიდათ კარგი თამაში.


ინფორმაციის წყარო: Marca.com dle 10.1

  • faqo
  • 27 სექტემბერი 2009
  • 4170
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)