ფერგიმ ფსონი რონალდუზე დადო

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ყოფილი უფროსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს.


სერ ალექს ფერგიუსონი გახარებულია კრიშტიანო რონალდუს შესანიშნავი სტარტით მადრიდის რეალის შემადგენლობაში და ფიქრობს, რომ იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ეჭვი არ ეპარება, რომ 94 მლნ. ევრო ღირებული ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესო იქნება, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ამ შეთანხმების წარმატებულობას.

რონალდუს მიერ ვილიარეალში გატანილი სწრაფი გოლი , მეხუთე აღმოჩნდა ლა ლიგის მასშტაბით და იგი ღირსეულად იკავებს ჩემპიონატის ბომბარდირებს შორის საკუთარ ადგილს ვილიას, ზლატან იბრაგიმოვიჩსა და მესის შორის.

თუ ზემოთხსენებულ ხუთ გოლს დავუმატებთ ჩემპიონთა ლიგაში გატანილ ორ გოლს, მაშინ კრიშტიანოს ექვს ოფიციალურ თამაშში შვიდი გატანილი გოლი დაუგროვდება, რაც ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ბრწყინვალე შედეგია.

ფერგიუსონმა, როგორც თავად ამბობს, ბუკმეიკერებთან დადო ფასონი, რომ წელს რონალდუ გახდება საუკეთესო ბპმბარდირი და იგი დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს შესაბამის თანხასაც მიიღებს:

"მე ვნახე მის მიერ გატანილი ბრწყინაველ გოლები, მას უკვე შვიდი გოლი დაუგროვდა ექვს თამაშში, მადრიდის რეალს წინ 38 ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და სხვა თასების შეხვედრები აქვს ჩასატარებელი და არავინ იცის, რა მოხდება"– განაცხადა ფერგიუსონმა ერთ–ერთ ჟურნალისტთან ინტერვიუში.


წყარო: Goal.com
dle 10.1

  • shvela
  • 27 სექტემბერი 2009
  • 4205
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)