გაგო "რომაში" - დრენტე "ევერტონში"

გთავაზობთ საინტერესო სტატიას,რომელიც "მარკამ" შემოგვთავაზა...


მადრიდის "რეალში" წმენდა მოხდა. ჯერ პედრო ლეონმა დატოვა გუნდი. იგი "ხეტაფეს" დაუბრუნდა. გუშინ კი ფერნანდო გაგოსა და როისტონ დრენტეს ჯერი დადგა. არგენტინელმა "რომას" მიაშურა არენდით 7 მილიონ ევროდ, ხოლო ჰოლანდიელი "ევერტონში" ასევე არენდით წავიდა, მაგრამ ჯერ თანხა არ სახელდება. საუბრობენ იმაზეც, რომ მან თავისუფალი აგენტის სტატუსთ გადაინაცვლა "პრემიერ ლიგაში"...

მათი "რეალიდან" წასვლა დიდი ხანია გადაწყვეტილი იყო. ჟოზე მოურინიო აცხადებდა, რომ მას ეს ფეხბურთელები აღარ სჭირდებოდა. შემადგენლობა ძალზედ გადატვირთული იყო და ყველასთვის ნათელი იყო,რომ გაგო და დრენტე გუნდში ზედმეტნი იყვნენ.

ფერნანდო გაგომ კონტრაქტზე ხელმოწერის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა: "მოხარული ვარ, რომ იტალიაში ვითამაშებ." უკვე ცნობილია,რომ იგი "ჯალაროსიში" ერთ სეზონს დაჰყოფს არენდით. დედაქალაქურ კლუბს გაგო 7 მილიონი დაუჯდა. ასევე ცნობილია,რომ "რეალი" ამ თანხას სეზონის ბოლოს მიიღებს. ასევე სურვილის შემთხვევაში რომაელებს არგენტინელის გამოსყიდვაც შეეძლებათ.

რაც შეეხება დრენტეს, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა "ევერტონს" მიაშურა არენდით. ეს მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. ჯერ ცნობილი არ არის, თუ რა დაუჯდა მისი ტრანსფერი ინგლისურ კლუბს. უნდა აღინიშნოს,რომ თავის დროზე მადრიდულ კლუბს მასში 14 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ როისტონი "ევერტონში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. dle 10.1

  • wishmaster
  • 1 სექტემბერი 2011
  • 1807
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)