პელეგრინი: "მნიშვნელოვანი ქულებია"

"ტენერიფესთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ, მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტების ტრადიციულ კითხვებს უპასუხა.


- როგორც ჩანს, გრანერო და რონალდო უკმაყოფილონი იყვნენ შეცვლით...
- ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს არ უყვარს, როდესაც მას ცვლიან, მაგრამ აღნიშნული საკითხი მწვრთნელის გადასაწყვეტია.მან უკეთ იცის იმ მომენტში რა არის უკეთესო გუნდისათვის.

- რა განსხვავება იყო გუნდის მიერ ჩატარებულ პირველ და მეორე ტაიმებს შორის და რა გარდატეხა მოახდინეთ თქვენ?
- პირველი ნახევარი ცუდად ჩავატარეთ და შემდეგ უკვე შევცლებმა დიდი გარდატეხა იქონია გუნდის თამაშში.კაკამ და გუტიმ კარგად ითამაშეს და ლოგიკურიცაა რომ მათ კარგ თამაშს გოლებიც მოჰყვა.ჩვენ გრძელი სეზონი გველის წინ და ამიტომაც აღნიშნულ მატჩში როტაციას მივმართე.არ უნდა დაგვავიწყდეს "მარსელთან" პაექრობა, ამიტომაც ფრანგების წინააღმდეგ დასვენებულ კაკაზე გავაკეთე არჩევანი.

- ლასისა და ალონსოს ტანდემი გარდაუვალია არა? ხაბის ყოფნა კი ნამდვილად დაეტყო გუნდს...
- ჩვენ გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა ამ პოზიციაზე.

- ქომაგები ფიქრობენ, რომ გუნდის თამაში გაუმჯობესდება...
- ჩვენ თანდათან თამაშის ყველა ასპექტს ვაუმჯობესებთ.რასაკვირველია, არ ვამბობ, რომ ჩვენი თამაში იდეალურია, თუმცა 16 გატანილი გოლი 5 შეხვედრაში, ბევრ რამეზე მეტყველებს.თამამად შემიძლია გითხრათ მხოლოდ ის, რომ "რეალი" სხვებთან განსხვავებით სწორ გზაზე დგას.

- რას გვეტყვით "ტენერიფეს" თამაშზე?
- ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გუნდია.ნათლად ჩანდა ის, თუ როგორი შეთამაშებულები იყვნენ ერთმანეთში ფეხბურთელები.მე თამაშამდე შეგირდებს ვუთხარი, რომ მეტოქე დაცვაში არ ჩაჯდებოდა.სამეფო გუნდმა გაცილებით უკეთესად ითამაშა მეორე ტაიმი და მჯერა, რომ დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

- ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებული პრობლემები არ გაღელვებთ?
- ალბათ, ამას რამოსთან დაკავშირებით მეკითხებით.მინდა გითხრათ, რომ ესპანელის დებიუტი სწორედ "ტენერიფესთან" მატჩში იგეგმებოდა, თუმცა გარაის ტრამვამ გეგმები შეცვალა და ის "ვილიარეალთან" გამოვიდა.ვიცოდი, რომ ასეთი სიტუაცია მასზე ცუდად აისახებოდა, თუმცა სანერვიულო და სერიოზული არაფერია.სერხიო კონდიციებს აღიდგენს და კლავ ჩადგება სათანადო ფორმაში.

- კაკას და გუტის მნიშვნელობა აღნიშნულ მატჩში?
- მნიშვნელოვანია თამაშის წარმატებულად დაწყება, თუმცა ეს ვერ შევძელით.კაკამ და გუტიმ მატჩში გარდატეხა შეიტანეს და მეორე ნახევარში გუნდის თამაში მთელ მოედანზე გაშალეს.ესპანელი საკუთარ ნახევარს აკონტროლებდა, ხოლო ბრაზილიელი კი მეტოქის ნახევარს.

- არ გგონიათ, რომ "რეალს" ასეთი თამაშით ისეთ მეტოქესთან არ გაუმართლებს, როგორიცაა "სევილია."
- სამეფო გუნდის წინაღმდეგ ყველა გუნდი მოტივირებულია და ყველას უნდა, რომ საუკეთესო შეხვედრა ჩაატაროს.მე იმას არ ვამბობ რომ ჩვენ ქულებს არ დავკარგავთ, თუმცა კარგი იქნება თუ ეს ძალიან იშვითად მოხდება.კიდევ ერთხელ გიმეორებთ, გუნდი სწორ გზაზე დგას და მთავარი ეგ არის.ყველანი ვნახავთ თუ როგორ ვითამაშებთ "მარსელისა" და "სევილიის" წინააღმდეგ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)