დრენტეს გადაბირებას ევერტონი ცდილობს

ჰოლანდიელი როისტონ დრენტეს ბედი სულ რამდენიმე საათში გადაწყდება, თუკი ღამის 12 საათამდე ნახევარმცველმა გუნდი ვერ მოძებნა, იგი კვლავ მადრიდის "რეალის" ღირსებას დაიცავს და უდიდეს კონკურენციაში მოუწევს ყოფნა.


რიკიმ წინა სეზონი ალიკანტეს ერკულესში გაატარა და ზაფხულში კვლავ "ბლანკოსში" დაბრუნდა, რადგან კლუბი მხოლოდ იჯარის წესით ჰქონდა შეცვლილი, ალიკანტელებმა კი ჰოლანდიელის გამოსყიდვა არ ისურვეს.

გავრცელებული ინფორმაციით ინგლისის ევერტონის მთავარი მწვრთნელი სერიოზულად არის ახალგაზრდა მოთამაშის შეძენით დაინტერესებული და ადმინისტრაციას ყველაფრის გაკეთებას თხოვს ტრანსფერის გასაჩარხად.

2007 წელს, როდესაც სამეფო კლუბის პრეზიდენტი რამონ კალდერონი იყო, "ბლანკოსის" ბიუჯეტი 14 მილიონი ევროთი დაცოტავდა, ეს თანხა სწორედ როისტონის შეძენას მოხმარდა, ახალგაზრდა ჰოლანდიელი გუნდში დიდი იმედებით მივიდა, მაგრამ კარგი ადაპტირება და გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოხერხდა.

ჟოზე მოურინიო პირდაპირ აცხადებს, რომ რიკი "რეალს" არ სჭირდება, რადგან მის პოზიციაზე სამეფო კლუბს რამდენიმე გაცილებით უფრო მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, დრენტე უნივერსალია, მას მარცხენა მცველად და გარემარბად შეუძლია თამაში, მაგრამ ეს რგოლები დაკავებულია. კრიშტიანო რონალდო, ფაბიო კოენტრაო, მარსელო, ანხელ დი მარია, კალეხონი, ჩამოთვლილთაგან თითოეულს შეუძლია მარცხენა ფლანგის შევსება.

სატრანსფერო ფანჯრის დახურავმდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, მოვლენების განვითარების შესახებ სულ ცოტა ხანში შევიტყობთ. dle 10.1

  • Hala
  • 31 აგვისტო 2011
  • 2597
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)