"სარაგოსა" 0-6 მადრიდის "რეალი"

კრისტიანო რონალდომ გოლების წვიმაში ჰეთ-ტრიკი გაიტანა


მადრიდის "რეალმა" "ლა რომარედაზე" სპექტაკლი დადგა "სარაგოსას" 6-0 განადგურებით. თეთრებს გატანის 20 შანსი ჰქონდათ და კრისტიანო რონალდომ სამი მათგანი გამოიყენა.

მატჩის დასაწყისში ფაბიო კოენტრაო ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე იყო. მაურინიოს ფეხბურთელები თავიდანვე ცდილობდნენ გოლის გატანას, რამაც რობერტოს რეფლექსების გამოცდა გამოიწვია; მეკარე ადგილობრივებს შორის საუკეთესო მოთამაშე აღმოჩნდა. ოზილი ახლოს იყო გამხსნელის გატანასთან მე-9 წუთზე, მაგრამ მეკარემ გადაარჩინა კარები. რობერტომ კვლავ გამოიჩინა თავი ხუთი წუთის შემდეგ. აგუირის მოთამაშეები თავიანთ ნახევარზე რჩებოდნენ და ცდილობდნენ ბურთის მოშორებას ნებისმიერი გზით, მაგრამ ოზილმა შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა კრისტიანო რონალდოს და მანაც გამოიყენა ეს შანსი (23').

"სარაგოსა" 0-6 მადრიდის "რეალი"


ხუთ წუტის შემდეგ რამოსმა ჩააწოდა ბურთი საჯარიმოში და რონალდო მაკრატელათი გატანას შეეცადა, თუმცა ააცილა ბურთს ფეხი, ხოლო ბურთი მარსელოს ფეხებთან დავარდა და მანაც ფენომენალური დარტყმით აჯობა რობერტოს. 30 წუთში მადრიდის "რეალს" გოლის გატანის 11 შანსი ჰქონდა, მაშინ როდესაც პირველი საფრთხე კასილიასის კართან 37-ე წუთზე შეიქმნა. კრისტიანოს შეეძლოს 38-ე წუთზე გატანა, მაგრამ რობერტომ სირთულის მიუხედავად მაინც იმარჯვა და კარები გადაარჩინა გაშვებული გოლისგან.

"სარაგოსა" 0-6 მადრიდის "რეალი"


"სარაგოსა" მეორე ტაიმში ფოკუსირებული იყო დაცვაზე. დი მარიას დარტყმული დაუჯერებლად აცდა მიზანს (51') და თეთრებს გოლის გატანის შანსი შანსზე მოუდიოდათ. 53-ე წუთზე ბენზემამ გამოიყენა და სილვას შეცდომა და რობერტოსთან ერთი-ერთზე გავიდა, თუმცა მეკარემ საუბედუროდ აქაც იმარჯვა. დროის ამბავი იყო მადრიდისტებისთვის კიდევ ერთი გოლის გატანა და ხაბი ალონსომ ძლიერი დარტყმით 25 მეტრიდან შეაგდო ბურთი, რომელიც კარებში შესვლამდე მეირას მოხვდა.

"სარაგოსა" 0-6 მადრიდის "რეალი"


შვიდი წუთის შემდეგ რონალდომ ისევ გაიტანა როდესაც მას პასი კარის ხაზთან გაუკეთა დი მარიამ. მაურინიომ გადაწყვიტა ცვლილებების განხორციელება და კალეხონი შემოიყვანა არგენტინელის ნაცვლად, მოგვიანებით კი მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე იგუაინი შემოიყვანა ბენზემას მაგივრად. ასევე კაკაც შემოვიდა ოზილის ნაცვლად. კალეხონი ახლოს იყო გოლის გატანასთან 78-ე წუთზე, თუმცა მისი დარტყმული დაცვამ მოიგერია.

"სარაგოსა" 0-6 მადრიდის "რეალი"


მეხუთე გაიტანა კაკამ თავისი შემოსვლიდან ხუთი წუთის შემდეგ. მან გვერდი აუარა მცველს საჯარიმოში და რობერტოს სძლია დიდებული დარტყმით რომელიც კარების ზედა კუთხეში გაგზავნა. მაგრამ ყველაზე გემრიელი ლუკმა ჯერ წინ იყო, ბრაზილიელმა კვლავ გაიბრწყინა და რონალდოს შესანიშნავი საგოლე გადაცემა გაუკეთა კარის ხაზთან, ამ უკანასკნელს კი არ გასჭირვებია მეექვსე და საბოლოო გოლის გატანა ამ მატჩში.

"სარაგოსა" 0-6 მადრიდის "რეალი"


წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 30 აგვისტო 2011
  • 2336
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)