გამარჯვებულებს არ ასამართლებენ

ლა ლიგის მეხუთე ტურში მადრიდის "რეალმა" დაამარცხა "ტენერიფე" 3:0.


მძიმე გამოდგა "რეალისთვის" შაბათის მატჩი "ტენერიფეს" წინააღმდეგ. პირველი ტაიმი მადრიდელებმა ცუდად ჩაატარეს, ხოლო მეორე ტაიმი ასე თუ ისე კარგად ჩაატარეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

პელეგრინიმ პირველივე წუთებიდან ექსპერიმენტალური შემადგენლობა გამოიყვანა. მან თადარიგში დატოვა გუტი და კაკა. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ირჯებოდა სერხიო რამოსი, რომელმაც ახლახანს მოიშუშა ტრავმა, მარცხნივ კი როისტონ დრენტე თამაშობდა, რომელიც კარგად თამაშობს. თავდასმხაში ქარიმ ბენზემა იყო, რომელიც რამადანის დასრულების შემდეგ უნდა ჩადგეს ფორმაში. ამ როტაციამ თავისი შედეგი გამოიღო. პრიმერას დებიუტანტთან მადრიდელები მოდუნებულად თამაშობდნენ. მათ არაფერი გამოსდიოდათ. "სამეფო კლუბი" 45 წუთის განმავლობაში თავიანთი კარის დაცვით იყვნენ დაკავებულნი.

პელეგრინის შეგირდები შესვენებაზე რაულისა და რონალდოს დარტყმებით გავიდნენ, რომელთაც არაგონესი გაუსწორდა. ასეთი შედეგი ჩილელ სპეციალისტს ხელს არ აძლევდა და მან შესვენებაზე ორმაგი ცვლილება გამოიყენა. გრანეროსა და რამოსის ნაცვლად მოედანზე გუტი და კაკა გამოჩნდნენ. ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიცია ხაბი ალონსომ დაიკავა, ხოლო დაცვის მარჯვენა ფლანგზე ლასანა დიარამ გადაინაცვლა.

დასვენებული ფეხბურთელების გამოსვლამ თავისი შედეგი გამოიღო. ორი წუთიც არ იყო გასული და გოლიც გავიდა. ხაბი ალონსოს გადაცემას ქარიმ ბენზემა გამოეხმაურა და გოლიც გავიდა. ფრანგმა თავით გადაგზავნა ბურთი კარში. ბევრს ეცადა არაგონესი, მაგრამ ვერაფერს გახდა – 1:0. გავიდა თერთმეტი წუთი და "ტენერიფეს" კარში მეორე გოლი გავიდა. ბენზემას უკვე ასისტენტი არ დასჭირვებია. ქარიმმა პრესინგი განახორციელა მეტოქის მცველთან, წაართვა მას ბურთი, გააკეთა პაუზა და ბურთი გადაგზავნა მეტოქის ცარიელ კარში.

ყველაფერი მზად იყო, მაგრამ ამ ყველაფერს დესერტი აკლდა. ეს ყველაფერი მადრიდელებმა 77–ე წუთზე განახორციელეს. კაკამ 20 მეტრიდან დაარტყა და გაუტანა არაგონესს – 3:0. ასე, რომ "სამეფო კლუბმა" მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ზედიზედ. პელეგრინის შეგირდებმა გამარჯვება მოიპოვეს, გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ.


ინფორმაციის წყარო: Goal.com dle 10.1

  • faqo
  • 26 სექტემბერი 2009
  • 3652
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)