გოლების შოუ მეხუთედ მოპოვებულ გამარჯვებაში

დღეს საღამოს მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ტენერიფე 3:0 დაამარცხა და ამით ზედიზედ მეხუთე სამი ქულა ჩაიწერა საკუთარ აქტივში. გოლები ბენზემამ (2) და რიკარდო კაკამ გაიტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ ტენერიფე ბოლომდე იბრძოდა და დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევენ ნებისმიერ კლუბს.


მანუელ პელეგრინმა დღევანდელ თამაშშიც არ დაუშვა გამონაკლისი და აქტიურად გამოიყენა საკუთარი როტაციის პოლიტიკა, მან კაკას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში რეალის სკოლის აღზრდილი გრანერო გამოუშვა, უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიელი დღემდე ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც არ შეხებია პელეგრინისეული როტაციის პოლიტიკა. პეპე დაუბრუნდა დაცვით ხაზს, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად მოიხადა სასჯელი. დღევანდელ თამაშში კლუბის შემადგენლობაში ალონსოც გამოჩნდა, რომელმაც როგორც ჩანს , ტრავმა სრულფასოვნად მოირჩინა.


გოლების შოუ მეხუთედ მოპოვებულ გამარჯვებაში

ტენერიფემ თავიდანვე სცადა ბურთზე კონტროლის მოპოვება და სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ გამოუვიდა კიდეც. ისინი ცდილობდნენ, რაც შეიძლება დიდ ხანს დაეტოვებინათ თეთრები უბურთოდ. შეხვედრის პირველ ნახევარში ბლანკოსებს უჭირდათ ერთმანეთის გაგება , მიუხედავად რონალდუსა და გრანეროს რამდენიმე წარმატებული გარღვევისა და გადაცემისა. პირველი საგოლე მომენტი დრენტეს ქონდა, მაგრამ ჰოლანდიელმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა.


გოლების შოუ მეხუთედ მოპოვებულ გამარჯვებაში

ამავდროულად აქტიურობდნენ ტენერიფეს ფეხბურთელები, რომლებმაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს ბლანკოსების კართან,სადაც როგორც ხშირად ხდება ხოლმე , თავი იკერ კასილასმა გამოიჩინა.

მოწინააღმდეგე კლუბში აქტიურობდა ნინო, რომელსაც რამდნიმე შანსი ქონდა, მაგრამ მან საკუთარი ტექნიკით ვერ მოახერხა პეპესა და ალბიოლის გაოცება და შესაბამისად დაცვის ხაზის გარღვევა, პირველი ნახევრის 30 წუთის მიწურულისკენ, მადრიდის რეალმა კვლავ გააძლიერა შეტევა. რონალდუს მიერ დარტყმული მეკარემ ადგილზე გააქვავა.


გოლების შოუ მეხუთედ მოპოვებულ გამარჯვებაში

ბენზემამაც განახორციელმა რამდენიმე გარღვევა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია.

პელეგრინმა პირველი ნახევრის შემდეგ, რამდენიმე ცვლილება განახორციელა, რამაც როგორც შემდეგ გამოჩნდა , კარგად იმოქმედა კლუბის თამაშის ხარისხზე და შესაბამისად შედეგზეც. კაკა და გუტი შემოვიდნენ მოედანზე გრანეროსა და რამოსის ნაცვლად.


გოლების შოუ მეხუთედ მოპოვებულ გამარჯვებაში

ერთი წუთიც არ იყო გასული, რაც მეორე ნახევარი დაიწყო, როცა ალონსომ ბურთუ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბენზემა ყველაზე მაღლა ახტა, აჯობა მეტოქის მცველებს და გოლი გაიტანა (46 წთ.).


გოლების შოუ მეხუთედ მოპოვებულ გამარჯვებაში

გატანილი გოლის შემდეგ , მადრიდის რეალმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნო და გააგრძელა მეტოქეზე დაწოლა. რონალდუმ თავისავე ნახევარში მიიღო ბურთი, განახორციელა შესანიშნავი დრიბლინგი , შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში , დაარტყა კარში, მაგრამ არაგონესმა მისი დარტყმული მოიგერია. გულშემატკივრები ფეხზე წამომდგარნი უკრავდნენ რონალდუს ტაშს. ეს მოხდა 55–ე წუთზე. ბენზემამ მეორე გოლის გატანა მოახერხა 57–ე წუთზე, მას შემდეგ , რაც დრენტემ იგი შესანიშნავი გადაცემით მოამარაგა, ფრანგმა კიდევ, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა, შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირად ანგარიშზე დუბლი , ხოლო ტაბლოზე კი 2:0 ჩაიწერა. მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, კაკამ შესანიშნავი დარტყმით აიღო მეტოქის კარი და ანგარიში 3:0 გახდა.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 26 სექტემბერი 2009
  • 3887
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)