"სარაგოსა" - "რეალი" [პრევიუ]

მაშ ასე, მადრიდის "რეალი" დღეს რეალ "სარაგოსას" დაუპირისპირდება, ლა ლიგამ სტარტი აიღო, შესანიშნავი წინასასეზონო მომზადების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს შეგირდები პრიმერას დასაწყებად მზად არიან. მადრიდულ გუნდს "ლა რომარედაზე" უკვე დიდი ხანია არ წაუგია და სასიამოვნო ტრადიციის დარღვევა არც ამ საღამოს იგეგმება, დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე აიღებს სტარტს, მატჩის პირდაპირ ტრანსლაცია ტელეკომპანია GMG წარმოგიდგენთ...


ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი გუნდები მეორე სეზონში გაცილებით უფრო ძლიერები არიან და მუდმივად ხდებიან საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები, თითოეულ მადრიდელ გულშემატკივარს იმის იმედი აქვს, რომ პორტუგალიელი სასიამოვნო ტრადიცია არც ამჟამად დაირღვევა. ჟოზემ უკვე გამოაქვეყნა 20 კაციანი განაცხადი, რომელშიც ესტებან გრანერო ვერ მოხვდა, ეს სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებაა. ნური შაჰინი და ჰამიტ ალტინტოპი ტრავმირებულები არიან, სამი ხედირას კი ვირუსი აქვს. ახალწვეული კოენტრაო 100 % -ით არის მზად და იგი სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

წინასასეზონო მომზადების დროს ყველაზე მეტად თავი კრიშტიანო რონალდომ და კარიმ ბენზემამ გამოიჩინეს, რომლებიც მუდმივად იტანდნენ მეტოქეთა კარში გოლს. პორტუგალიელი წინახაზელი ბოლო 40 წლის მანძილზე საუკეთესო გოლეადორად დაასახელეს, იგი ამ სეზონში საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

კარიმ ბენზემას პროგრესი ყველასთვის თვალნათლივია, ფრანგი ფორვარდი ყოველდღიურად უმატებს და ცდილობს მთავარი მწვრთნელის სიმპათიების დამსახურებას. წინასასეზონო მომზადების დროს კარიმმა 10 გოლის გატანა მოახერხა, რაც ბრწყინვალე შედეგია, ფრანგს აშკარად ეტყობა, რომ გაცილებით უკეთესადაა ათამაშებული და კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. 10 შეხვედრაში 10-ჯერ კარის აღება ნებისმიერი ფორვარდისთვის კარგი შედეგია.

რეალ "სარაგოსა" შარშანდელ სეზონში დაბალ დივიზიონში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ეს გუნდი გადარჩა და წელს ისევ ლა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ხავიერ აგირემ ამ სეზონში 10 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის არიან დავიდ მატეოსი და ხუან კარლოსი, რომლებიც რეალ მადრიდ "კასტილიაში" ასპარეზობდნენ და მთავარ გუნდში თამაშის საშუალებაც მიეცათ რამდენჯერმე.

არაგონულ კლუბს ასევე გოლკიპერი რობერტო დაუბრუნდა. სარაგოსელებმა წინასასეზონო მზადების დროს 5 მატჩი გამართეს, მაგრამ გამარჯვება ვერცერთში მოახერხეს, მიუხედავად ამისა სამეფო კლუბს დღეს რთული მეტოქე ჰყავს, თუნდაც შარშანდელი გავიხსენოთ, წინა სეზონში არაგონელებმა მადრიდიდან 3 ქულის წამოღება მოახერხეს, ახლა კი ისინი საკუთარ კედლებში ითამაშებენ და გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერას იგრძნობენ. dle 10.1

  • Hala
  • 28 აგვისტო 2011
  • 1800
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)