მადრიდის რეალი – ტენერიფე

დღეს საღამოს ტენერიფე გამართავს ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველ შეხვედრას სანტიაგო ბერნაბეუზე. მეხუთე ტურის წინ მადრიდის რეალი იყოფს ლიდერობას ბარსელონასთან ერთად. პეპეს დისკვალიფიკაციის ვადა ამოიწურა და ის დღეს შეძლებს მოედანზე გასვლას. ხაბი ალონსოს ტრავმა მოშუშებული აქვს და ადვილი შესაძლებელია, რომ ისიც ვიხილოთ მოედანზე.


მანუელ პელეგრინი ეცდება გააგრძელოს კლუბის მიერ აღებული სტარტი და გააუმჯობესოს თამაშის ხარისხი, ამასთანავე მისი მთავარი მიზანი იქნება , რომ შემადგენლობამ შეინარჩუნოს მოტივაცია. ის როტაციის პოლიტიკა, რომელსაც ჩილელი სპეციალისტი ატარებს , შესანიშნავად მოქმედებს, როგორც თავდასხმის ხაზში, ასევე დაცვით პოზიციებზე (კლუბმა პირველ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა). მადრიდის რეალი და ჩელსი ამ ეტაპზე არიან ერთადერთი ევროპული კლუბი, რომლებმაც მოიგეს სეზონის ყველა შეხვედრა (იგულისხმება , როგორც შიდა საჩემპიონო, ასევე ჩემპიონთა ლიგის თამაშები).

დღეს შედგება პეპეს დებიუტი ახალ სეზონში, ეს იმ სასჯელის გამო, რომელიც მან მიიღო წინა სეზონში ხეტაფესთან თამაშისას. ხაბი ალონსოც გამოჯანმრთელებულია და ისიც შეყვანილია მატჩის განაცხადში.

შესაძლებელია, რომ პეპეს დაბრუნების გამო, სერხიო რამოსი დაუბრუნდეს თავის მარჯვენა მცველის პოზიციას, ალბიოლი და მარსელო დაეხმარებიან რამოსსა და პეპეს დაცვით ხაზში. ლასსი და ალონსო , როგორც ყოველთვის, შესაძლებელია ამჯერადაც მოედნის ცენტრში ვიხილოთ, მათზე წინ დადგება გრანერო (აკადემიის აღზრდილმა შესაძლებელია შეცვალოს კაკა, რომელიც დღემდე ერთადერთი მადრიდისტია, რომელსაც მწვრთნელის როტაციის პოლიტიკა არ შეხებია). დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ რონალდო, რაული და ბენზემა დააკომლექტებენ თავდასხმით ხაზს.

ტენერიფეს წინა გასვლით შეხვედრებში გოლი არ აქვს გატანილი, მაგრამ დღეს ისინი ეცდებიან საფეხბურთო სამყაროს გაოცებას თავიანთი გამოსვლით ბერნაბეუზე. ისინი კომფორტულ ადგილს იკავებენ სატურნირო ცხრილში ორი მოგებული საშინაო შეხვედრის წყალობით.

რაული: 708 თამაში

თუ დღეს მადრიდის რეალის ლეგენდარული კაპიტანი გამოვა მოედანზე, ის გახდება ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშევი ლა ლიგაში რეალის შემადგენლობაში.


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 26 სექტემბერი 2009
  • 3756
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)