რაული: ""შალკეში" კონტრაქტის ამოწურვამდე ვრჩები"

გთავაზობთ რაულის ინტერვიუს,რომელიც მან "ჰელსინკთან" მატჩის წინ ჩაწერა ჟურნალისტთან. გუშინ ევროპის ლიგის პლეიოფში"04"-მა განმეორებით მატჩი ჩაატარა და მეტოქე 6-1 გაანადგურა. აღსანიშნავია,რომ ჰუნტელაარმა პოკერი შეასრულა...


რა იტყვით "ბლექბერნზე" ?

შემოთავაზებებს ჩემი აგენტი განიხილავდა. ყველა კლუბი უარით იქნა გასტუმრებული, მაგრამ მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ჩემით,რომ დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ და ჩემი სიყვარული "შალკესა" და გულშემატკივრებისადმი უზომოა. ეს ძალზედ განსაკუთრებული და დამამახოვრებელია.

ყოველთვის, როცა თქვენ საუბრობთ "ფელტინს არენაზე", ძალიან ემოციურად აკეთებთ ამას...

რა თქმა უნდა, კლუბისგან უზომო სიყვარული მივიღე. ისინი მე მენდობიან და მაფასებენ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუცრუო იმედები. "შალკეს" გულშემატკივარმა მომცა ძალა,რომ ფეხბურთის თამაში გავაგრძელო.

ჰელსინკში გუნდი მძიმე ვითარებაში ჩავარდა. თქვენ არ იყავით იქ. პრაქტიკულად მიზერული შანსები გაგიჩნდათ ევროპის ლიგაზე გასასვლელად...

დიახ, ეს ასეა. მე ვესაუბრე მწვრთნელს და ყველაფერი მოგვარდა. მისგან მითითებები მივიღე და მზად ვარ კონკრეტული დავალებები შევასრულო.

"ბლექბერნის" გარდა, თქვენით "მალაგა" და "პსჟ" ინტერესდებოდა. მედიაში თქვენი სახელი მთელი ზაფხულის განმავლობაში ჟღერდა. საუბრობდნენ იმაზეც,რომ ოჯახი ვერ შეეგუაო გელზენკიხენს. რას იტყვით ამაზე?

ეს ასე არაა. მე გამიმართლა.მყავს შესანიშნავი მეუღლე და შვილები,რომელბმაც გელზენკიხენში ძალზედ ადვილად გაიარეს ადაპტაცია. მე "ბუნდესლიგაში" ვთამაშობ და ამით ვამაყობ.

როგორი ურთიერთობა გაქვთ მწვრთნელთან?

კარგი, უფრო სწორად პროფესიული, ზუსტად ისეთი,როგორი ურთიერთობაც უნდა იყოს ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის. ჩვენთვის ერთი მიზანია - "შალკე" საუკეთესო იყოს ამ სეზონში.

რა გიზიდავთ "ბუნდესლიგაში"?

სხვა ჩემპინატებთან შედარებით აქ თანასწორობაა. აქ გამარჯვებაში არავინაა დარწმუნებული. ამიტომაა ეს ჩემპიონატი მიმზიდველი. სტადიონები სულ სავსეა. ფეხბურთის დონეც ძალიან დიდია.

ამჟამად ესპანეთში ყველაფერი პირიქითაა. გაფიცვის გამო მატჩები გადაიდო...

მე დიდი ინტერესით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას ესპანეთში. იმედი მაქვს,რომ ყველაფერი მოგვარდება და სეზონიც დაიწყება.

დამისახლეთ სამი ყველაზე დაუვიწყარი დღე "შალკეში"...

საოცარი დღეები იყო, როცა ჩემპიონთა ლიგაზე "ვალენსია" და "ინტერი" დავამარცხეთ. დიდი ზეიმი სუფევდა. მატჩის შემდგომ ჩვენ გელზენკიხენის ქუჩებში დავდიოდით და გულშემატკივრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებს ვიღებდით. არასდროს დამავიწყდება ეს განცდა.

რა არის თქვენი მიზანი ამ სეზონში?

წარმატების მისაღწევად პირველ რიგში სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ "ბუნდესლიგაში". გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათთან ერთად წელს წარმატებას მივაღწევთ.

როგორც ადრე, თქვენ ისევე გაქვთ გოლის გატანის ალღო. თქვენ შესანიშნავად ითამაშეთ "კიოლნთან". რას იტყვით ამაზე?

ძალიან კარგია,როცა გუნდს ვეხმარები. კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ აქ ბედნიერი ვარ. გულშემატკივრების მხარდაჭერას აუცილებლად დავაფასებ. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)