თითი თვალში

ტომას რონსეროს მოკლე სტატია, რომელიც ეხება "მადრიდის რეალისა" და "ბარსელონას" ბოლო დაპირისპირებას.


რამოდენიმე დღე გავიდე იმ ღამიდან, რომელზედაც მინდა, რომ მე თქვენ გესაუბროთ. მინდა თქვენთან ერთად გავიხსენო ის საზიზღარი და სამწუხარო ეპიზოდი, რომელიც "კამპ ნოუზე" ვიხილეთ. იმისთვის , რომ შემდეგ "ჭკვიანური" და იდიოტური დიალოგები იქნას თავიდან აცილებული, სანამ რამეს ვიტყოდე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: "მოურინიო შეცდა. ასეთი საქციელი "მადრიდის რეალის" მწვრთნელს არ ეკადრება." როგორც უკვე ითქვა, დაიწერა და გამოცხადდა, მინდა ბოლო მოუღო ნაციონალურ და საერთაშორისო ჭორებს, მაგრამ რა იქნებოდა, რომ მონაწილეების როლს შევცვლიდით, კულეებს მაინც დაუკრავდნენ ტაშს?

რა მოხდებოდა მოუსაც ისეთივე "კვა-კვა" ჟესტი გაეკეთებინა მესისთვის და ამ გზით მოეწოდებინა მისთვის, რომ ხმა ჩაეწყვიტა, როგორიც ამ უკანასკნელმა გაუკეთა მოუს? რა მოხდებოდა კარანკას მთელი თამაშის მანძილზე გვარდიოლას სკამის პროვოცირება რომ ეცადა? რა იქნებოდა ჩხუბის დროს, რომ მოუს სამჯერ ეყვირა: "თქვენ მოძალადეთა ბანდა ხართ!"? რა იქნებოდა კრიშტიანოს გვარდიოლასგან რამოდენიმე სანტიმეტრში რომ დაეფურთხებინა? რა მოხდებოდა იოზილს ვილიას რელიგიათვის რომ მიეყენებინა შეურაცხყოფა და თან ამ უკანასკნელისთვის ხელი გაერტყა? რა იქნებოდა ხაბი ალონსოს და სერხიო რამოსს მოედანზე რომ ეფორთხიალათ სახეზე ტკვილ აღბეჭდილებს? რა მოხდებოდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" დანი ალშვესისთვის, როცა ის ბურთს შეეხებოდა, ბანანი ესროლათ და "ეყვირათ"? რა იქნებოდა კასილასს მატჩის დასრულებისთანავე რომ ეთქვა, თითქოსდა გვარდიოლა ესპანურ ფეხბურთს ღუპავდეს? რა მოხდებოდა, ფლორენტინო პერესს თამაშის დასრულებიდან რამოდენიმე საათში პრეს-კონფერენცია რომ გაემართა და დამუქრებოდა "ბარსელონას" ურთიერთობის გაწყვეტით? რა იქნებოდა ფლორენტინო პერესი "ბარსას" განადგურებას "როგორც ჩვეულებრივ მოვლენას" ისე წინასწარმეტყველებდეს? რა მოხდებოდა...?

ყოველივე ამით , მე იმის თქმა მინდა, მადრიდისტები მაინც აკრიტიკებდნენ მოურინიოს, მაგრამ "ბლაუგრანელთა" შორის ბევრია ისეთი, რომლებიც ყველა ცოდვას პატიობენ და საერთოდ არ ლაპარაკობენ იმათზე, ვისზეც მე ვისაუბრე ამ პატარა სტატიაში. პრობლემა იმაშია, რომ მათ სურთ იყონ სამაგალითოები ქცევაში. მხოლოდ მათ სურთ იხილონ "რეალი", როგორც ეშმაკი ჩაფლული სიბნელეში და ბოროტებაში, ხოლო მოურინიო, რომელიც მას ოთხ ფეხზე მიაჭენებს. მოუს რთული ხასიათი აქვს და ის სულაც არ არის დედა ტერეზა, მაგრამ "ბარსა" ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია იამაყოს საკუთარი საქციელით, ვინაიდან პიკე, როსელი, ავტობუსები ნათლად გამოხატული მინიშნებებით, პროფესიონალი სიმულანტები, ისეთები, როგორიც ალვეშია, ჩხუბის თავები და დებოშის ამტეხები სათადარიგოთა სკამზე, როგორიც პინტო და სხვები არიან. მადრიდისტებს ნელ-ნელა ბეზრდებათ ეს ყოველივე. "მადრიდის რეალი"-საშიში ბოროტებაა. "ბლაუგრანა"-ვირტუალური ანგელოზი, რომლებმაც არ იციან ცხოვრების ბნელი მხარეები.



---ტომას რონსერო.
dle 10.1

  • shvela
  • 24 აგვისტო 2011
  • 3127
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)