"გალათასარაი" - საინტერესო ფაქტები

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკურ მაონცამს "გალათასარაიზე", ასევე მცირე ისტორია მისი დაარსების შესახებ...


სრული სახელი: Galatasaray Spor Kulúbú

ზედმეტსახელი: "ლომები", "ყვითელწითლები"

დაარსების თარიღი: 1905 წლის 1 ოქტომბერი

სტადიონი: Türk Telekom Arena (ტევადობა - 56 592)

პრეზიდენტი: უნალ აისალი

მწვრთნელი: ფატიჰ ტერიმი





"გალათასარაი" 1905 წელს გალათასარაის უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლეებმა დაარსეს. კლუბის პირველი პრეზიდენტი ალი სამი იენი გახლდათ. ახალმა კლუბმა პირველი მატჩი "ცადი კეუისთან" გამართეს და 2-0 იმარჯვეს. თავდაპირველად მას Galata-Serai Football Club ეწოდებოდა.


საინტერესო ფაქტები


* "გალათასარაიმ" დაარსების დღიდან დღემდე 12 სტადიონი გამოიცვალა

* ყველაზე დიდხანს "გალათასარაიმ" "ალი სამი იენ სტადიზე" ითამაშა - 34 წელი

* "გალათასარაიმ" თუქრული კლუბებიდან ყველაზე მეტჯერ მიიღო ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა - 10-ჯერ

* "გალათასარაი" პირველი და ერთადერთი თურქული კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა

* "გალათასარაი" პირველი და ერთადერთი თურქული კლუბია, რომელსაც ევროპული ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული

* "გალათასარაის" ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული თურქეთის ლიგა - 17-ჯერ, ასევე ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული თურქეთის თასიც - 14-ჯერ და სუპერთასი 11-ჯერ.

* ყველაზე მეტი საშინაო გამარჯვება - 25 - 2001 წლის 26 მაისიდან 2002 წლის 17 ნოემბრამდე

* ყველაზე მეტი გოლი სეზონში - 105 (1962-1963 წლების სეზონი)

* ფეხბურთელები,რომლებმაც ყველაზე მეტი ტიტული(8-ჯერ) მოიგეს "გალათასარაისთან" ერთად: ჰაკან შუკური და ბულენტ კორკმაზი

* მეათასე გოლი ევროპაში თურქული კლუბებისა გაიტანა აიჰან აკმანმა "ჰამბურგის" წინააღმდეგ 2009 წლის 12 მარტს

* ყველაზე მეტი მატჩი თურქეთის ლიგაში - ბულენტ კორკმაზი - 430 - თამაშობდა 1987-2005 წლებში

* ყველაზე მეტი მატჩი - თურგაი სერენი - 631 - თამაშობდა 1947-1967 წლებში

* ყველაზე მეტი გოლი თუქეთის ლიგაში - ჰაკან შუკური - 228 გოლი 392 მატჩში

* ყველაზე მეტი გოლი - მეტინ ოკტაი - 538 გოლი 497 მატჩში (საშუალოდ 1.082 გოლი მატჩში) - თამაშობდა 1955-1969 წლებში

* ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი - ტანჯუ კოლაკი - 1987-1988 წლებში

* ფიფას 100 ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი - ჯორჯ ჰაჯი და ჰაკან შუკური

* ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი(ყიდვა) - მარიო ჯარდელი 17.7 მილიონად 2000 წელს "პორტოდან"

* ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი(გაიდვა) - არდა ტურანი 12 მილიონად 2011 წელს "ატლეტიკოში" dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 12
2 ბენზემა 11
3 სუარესი 8
4 ლორენი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 5 4 1 0 13
2 რეალი 5 2 2 1 8
3 ბრიუგე 5 0 3 2 3
4 გალათასარაი 5 0 2 3 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2019 (128)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)
ივლისი 2019 (555)